ფეხბურთი

18:20 | 14.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

"დილამ" ეროვნულ ლიგაში ორხელისუფლიანობა აღადგინა

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეოთხე ტურში გორის „დილა“ წყალტუბოს „სამგურალს“ ზესტაფონში ეწვია და უმძეს ბრძოლაში აჯობა.

ამ ტურამდე ორივე გუნდი დაუმარცხებელი იყო და სერიის გაგრძელება ახლოსაც იყო, თუმცა, „დილამ“ ბოლოს გამარჯვების გოლი გაიტანა. მანამდე „სამგურალი“ დაწინაურდა. მეექვსე წუთზე შალვა ბურჯანაძემ თავით შეძლო გატანა და იმერლები დაწინაურდნენ.

უჩა სოსიაშვილის გუნდმა ანგარიში 65-ე წუთამდე შეინარუჩა, იქამდე, სანამ ვალდერსონ სილვამ პენალტით არ გაათანაბრა. მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე კი უსმან კამარამ გამარჯვების გოლი გაიტანა.

ამრიგად, გორის „დილამ“ 10 ქულა დააგროვა და ლიდერობას „დინამო ბათუმთან“ ერთად იყოფს, ხოლო „სამგურალმა“ ოთხ ტურში სამი ფრე ითამაშა და შესაბამისად, 3 ქულა აქვს.

„სამგურალი“ – „დილა“ 1:2 (1:0)

გოლები: 1:0 ბურჯანაძე (6), 1:1 ვანდერსონი (65), 1:2 კამარა (80)

0.111573