ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მორიგ ტურში გოგა ბითაძის „ინდიანა“ პეისერსი“ “ფინიქს სანსს“ დაუპირისპირდა და „ლეიკერსთან“ განცდილი მარცხიდან მეორე დღესვე, ამჯერად გამარჯება მოიპოვა.
„ინდიანაპოლისელებმა“ მეტოქეს“ მეორე და მესამე მეოთხედში ნაჩვენები კარგი შედეგით აჯობეს და მიუხედავად იმისა, რომ მონტი უილიამსის გუნდმა ბოლო პერიოდი 9-ქულიანი სხვაობით მოიგო, ეს საკმარისი არ გამოდგა და საბოლოოდ 111:122 დამარცხდა.
აღიშნულ შეხვედრაში ნეიტ ბიორკგრენმა ქართველი კალათბურთელი პარკეტზე მხოლოდ 2:43 წუთით გაიყვანა და მან ხსენებულ დროში საკუთარ გუნდს 2 ქულა და 1 მოხსნა მოუტანა. ახალგაზრდა ცენტრმა 1 სამქულიანიც ისროლა, თუმცა გააცუდა და 1 პერსონალური ფოლი მიიღო. მოპოვებული ქულები კი საჯარიმოებიდან მიითვალა.
ყველაზე მეტი ქულა „ინდიანას“ კალათბურთელმა მალკომ ბროგდონმა ჩააგდო. - 29 წლის ამერიკელმა 34:46 წუთში 25 ქულასთან ერთად თავი 5 მოხსნასა და 4 პასს მოუყარა. სამმაგი დუბლით დაასრულა შეხვედრა დომანტას საბონისმა. „პეისერსის“ მძიმე ფორვარდი კარგ ფორმაშია და ამჯერად გუნდს 22 ქულით, 13 მოხსნითა და 10 პასით დაეხმარა - რასაც 1 დაფარებაც დაამატა. „ფინიქსიდან“ კი ყველაზე შედეგიანი დევინ ბუკერი იყო, რომელმაც არასრულ 37 წუთში 20 ქულა, 4 მოხსნა და 7 პასი გაახერხა.
„ინდიანას“ 17 მოგების საპირისპიროდ 20 მარცხი აქვს და მე-10 პოზიციიდან მე-9-ზე გადაინაცვლა. მომდევნო შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი 16 მარტს, „დენვერ ნაგეტსის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.