ფეხბურთი

12:40 | 14.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

კარაგერი: "კლოპის წასვლის დღეს "ლივერპულის" მეტოქეები შამპანურებს გახსნიან"

ვეტერანმა ინგლისელმა ფეხბურთელმა ჯეიმი კარაგერმა „ლივერპულისა“ და იურგენ კლოპის შესახებ ისაუბრა. „წითლების“ ლეგენდარული მცველის აზრით, გერმანელის წასვლა მეტოქეებს გაახარებს და ეს ისეთივე დანაკარგი იქნება მერსისაიდული გუნდისთვის, როგორც თავის დროზე ბილ შენკლისა და კენი დალგლიშის წასვლა.

„თუ იურგენ კლოპი კლუბს დატოვებს, ნამდვილად მჯერა, რომ „მანჩესტერ სიტის“, „ჩელსის“, „მანჩესტერ იუნაიტედის“, „ტოტენჰემისა“ და „ევერტონის“ მენეჯერების ოფისებში შამპანური მდინარესავით დინებას დაიწყებს. ისინი მოუთმენლად ელოდებიან „ლივერპულის“ იმ ისტორიის დაბრუნებას, სანამ გერმანელი მოვიდოდა. იმ დროს გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე მაქსიმუმ ხუთ წელიწადში ერთხელ თამაშობდა. „ლივერპულის“ ფანებს მის წასვლაზე იგივე რეაქცია უნდა ჰქონდეთ, რაც 1991 წელს კენი დალგლიშის ან 1974 წელს ბილ შენკლის წასვლაზე ჰქონდათ.

ვფიქრობ, „ლივერპულის“ მიმართ კიტიკა სწორია შედეგისა და სახლში ზედიზედ ექვსი წაგების პირობებში. მეც იმედგაცრუებული ვიყავი სიტუაციით და ფეხბურთელების მხრიდან რეაგირების ნაკლებობით. ამავდროულად, ვირჯილ ვან დეიკის, ჯორდან ჰენდერსონის და ჯეიმს მილნერის მსგავსი ლიდერების გარეშე, აშკარა იყო ხასიათის სისუსტე.

იმ დღეს, როდესაც კლოპი წავა, ბრწყინვალე ეპოქა დასრულდება. „ლივერპულის“ არცერთი გულშემატკივარი, ვისაც ვიცნობ, არ არის გაბრაზებული იურგენზე. გულშემატკივრებს სურთ „ენფილდზე“ დაბრუნდნენ, რათა მადლობა გადაუხადონ ყველაფრისთვის, რაც გააკეთა და დაეხმარონ მას, რომ გაიაროსეს რთული პერიოდი, როგორც პირად, ისე პროფესიულ ცხოვრებაში. სხვა ვერავინ მიაღწევდა იმას, რასაც კლოპი აკეთებდა 2015 წლიდან. მან მოიგო ტიტულები, დაამყარა ფანებთან კონტაქტები, რაც არასდროს არსებობდა. ამიტომ, როგორც „ლივერპულის“ გულშემატკივარს, არ მსურს სხვა მწვრთნელის მოსვლა, მათ შორის, არც პეპ გვარდიოლასი. კლოპის წმინდა დანახარჯი 130 მილიონი ევროა, რაც გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ამ პერიოდში „მანჩესტერ სიტიმ“, „მანჩესტერ იუნაიტედმა“, „ტოტენჰემმა“, „არსენალმა“ და „ევერტონმაც“ კი გააკეთეს“, - თქვა კარაგერმა.

შეგახსენებთ, „ლივერპული“ პრემიერლიგაში 29 ტურის თავზე მხოლოდ მერვე ადგილზეა და „ენფილდ როუდზე“ ზედიზედ 6 თამაში აქვს წაგებული. თუმცა, „წითლები“ ჩემპიონთა ლიგაზე კარგად თამაშობენ და მერვედფინალში გერმანული „ლაფციგის“ ბარიერი ძალიან ადვილად დაძლიეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.104447