ფეხბურთი

0:24 | 14.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი გველესიანის გამარჯვების გოლი დამატებით დროში ირანის თასზე

ირანული „სეპაჰანის“ ქართველმა მცველმა გიორგი გველესიანმა გოლი გაიტანა. 29 წლის ფეხბურთელმა თავი „რაფსანჯანთან“ ირანის თასის 1/16 ფინალში გამოიჩინა.

რაც მთავარია, გიორგის გოლი გადამწყვეტი იყო. მატჩის ძირითადი დრო 1:1 დასრულდა, „სეპაჰანმა“ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გაუშვა და დამატებითი დრო დაინიშნა. პენალტების სერიის დაწყებამდე არაფერი რჩებოდა, როდესაც გველესიანმა გაიტანა: 123-ე წუთზე!

ამ გოლით „სეპაჰანი“ მერვედფინალში გავიდა. მიმდინარე სეზონში გიორგი გველესიანის ანგარიშზე 11 მატჩში 2 გოლია.

0.114193