ფეხბურთი

21:47 | 13.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბენზემას დუბლით „რეალმა“ „ელჩეს“ მოუგო

ესპანური პრიმერას 27-ე ტურის მატჩში, მადრიდის „რეალმა“ „ელჩეს“ 2:1 მოუგო.

61-ე წუთზე სტუმრები დანიელ კალვოს გოლით დაწინაურდნენ. მასპინძლებმა 73-ე წუთზე გაათანაბრეს ანგარიში, თავი კარიმ ბენზემამ გამოიჩინა. მანვე 91-ე წუთზე გამარჯვებისა გაიტანა.

ამ მოგების შემდეგ, „რეალმა“ 57 ქულა მოაგროვა, „ბარსელონას“ გადაუსწრო და მეორე ადგილზე დადგა.

ლიდერი კი 62 ქულით „ატლეტიკოა.“

0.120606