ფეხბურთი

22:44 | 13.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

კიმიხმა „ბაიერნის“ მაისურით 250-ე მატჩი ჩაატარა

ბუნდესლიგის 25-ე ტურის მატჩში, „ბაიერნმა“ სტუმრად „ვერდერი“ 1:3 დაამარცხა. 58 ქულა მოაგროვა, ლიდერობა განიმტკიცა და უშუალო მდევარ „ლაიპციგს“ 5 ქულით გაუსწრო.

მიუნხენელთა მცველმა, 26 წლის იოზუა კიმიხმა, „ბაიერნის“ მაისურით 250-ე შეხვედრა გამართა ყველა ტურნირში და ამ მაჩვენებლით 44-ე ადგილზე გავიდა ბავარიული კლუბის ისტორიაში.

„ბაიერნში“ ის „ლაიპციგიდან“ გადავიდა 2015 წელს და გუნდთან ერთად 15 ჯილდო მოიგო.

კლუბის ისტორიაში ყველაზე მეტი მატჩი ზეპ მაიერს ჩაუტარებია - 661. მოქმედი ფეხბურთელებიდან კი ტომას მიულერს - 569.

0.118501