პრემიერლიგის 28-ე ტურის მატჩში „ლიდსმა“ „ჩელსის“ უმასპინძლა და უგოლოდ დაშორდა - 0:0.
ტუხელის ხელმძღვანელობით, „არისტოკრატებმა“ სულ 12 წაუგებელი შეხვედრა ჩაატარეს ყველა ტურნირში (პრემიერლიგა, ინგლისის თასი, ჩემპიონთა ლიგა), რაც დებიუტანტი მწვრთნელისთვის საკლუბო რეკორდის გამეორება გახლავთ - გვამცნობს სტატისტიკური პორტალი Opta Sport.
ასეთივე შედეგი ჰქონდა ლუის ფელიპე სკოლარის 2008 წელს.
ამჟამად „ჩელსი“ 51 ქულით, პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა.