ფეხბურთი

18:21 | 13.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერი" მზადაა დავიდ დე ხეა გაყიდოს

„მანჩესტერ იუნაიტედი“ მზადაა დავიდ დე ხეა გაყიდოს. ბრიტანული მედიის ცნობით, „წითელი ეშმაკების“ ხელმძღვანელები მზაობას გამოთქვამენ ზაფხულში წინადადებები განიხილონ და ესპანელს შეელიონ.

დე ხეამ ბოლო პერიოდში „მანჩესტერის“ ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა და მის პოზიციაზე უფრო ხშირად დინ ჰენდერსონი თამაშობს. პრობლემა შეიძლება გახდეს 30 წლის მეკარის მაღალი ხელფასი და სხვა კლუბებში შესაძლოა იგივე რაოდენობა არ შესთავაზონ, რაზეც დე ხეამ უარი განაცხადოს.

ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება მადრიდის „ატლეტიკოში“ დაბრუნებაც. ყოველშემთხვევაში, ინგლისელთა სურვილია იან ობლაკის დამატება და შესაძლოა ბარტერზეც იმუშაონ.

დავიდ დე ხეა „მანჩესტერში“ 2011 წლიდან თამაშობს და დღემდე მანკუნიანელთა ღირსება 434 შეხვედრაში დაიცვა, ხოლო მიმდინარე სეზონში მოედანზე 29-ჯერ გავიდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11085