ფეხბურთი

16:00 | 13.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

პოგბა შესაძლოა "იუვენტუსში" დაბრუნდეს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველი პოლ პოგბა შესაძლოა ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში „იუვენტუსში“ დაბრუნდეს. Calciomercato იტყობინება, რომ ტურინელთა მთავარი სამიზნე ფრანგი ნახევარმცველი იქნება.

პოგბა „მანჩესტერში“ არც ისე ბედნიერია და ამჟამად ტრავმის გამო ვერ თამაშობს. თუმცა, მიმდინარე სეზონში იყო მონაკვეთები, როდესაც ოლე გუნარ სულშერი მას არ ენდობოდა.

ფეხბურთელის აგენტმა მინო რაიოლამ არაერთხელ განაცხადა, რომ პოგბა ინგლისში ბედნიერი არ იყო. ჯერჯერობით შესაძლო ტრანსფერის სხვა დეტალები უცნობია.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში პოგბამ 28 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი შეასრულა. ის „იუვენტუსში“ 2012-2016 წლებში თამაშობდა და კარიერის საუკეთესო პერიოდიც ტურინში გაატარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110496