ფეხბურთი

15:19 | 13.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონა" მზადაა ჰოლანდის სანაცვლოდ 9 ფეხბურთელს შეელიოს

კატალონიის „ბარსელონას“ საპრეზიდენტო არჩევნებში ლაპორტას გამარჯვების მიუხედავად, „ბლაუგრანას“ მენეჯმენტში სიტუაცია ჯერ კიდევ ვერ მოგვარდა. რაც პირდაპირ გავლენას ახდენს გუნდის ფინანსურ მდგომარეობაზე. თავის მხრივ, ეს უარყოფითად აისახება კლუბის შესაძლებლობაზე, იყოს კონკურენტუნარიანი სატრანსფერო ბაზარზე.

Sport.es- ინფორმაციით, ესპანური გრანდს ძალიან დიდი დავალიანება აქვს და ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში იმედს ფეხბურთელების გაყიდვაზე ამყარებენ.

ასევე, „ბარსელონას“ დიდი სურვილია შეიძინოს ნორვეგიელი თავდამსხმელი ერლინგ ჰოლანდი, რომელიც ამ სეზონში ფენომენალურ შედეგებს დებს: 31 გოლი და 8 საგოლე პასი 29 მატჩში.

აღნიშნული ტრანსფერის სანაცვლოდ, კატალონიელები მზად არიან მიიღონ ყველაზე რადიკალური ზომები და ერთდროულად ცხრა ფეხბურთელს შეელიონ. წყაროს თანახმად, საუბარია ისეთ მოთამაშეებზე, როგორებიც არიან: ჯუნიორ ფირპო, კოუტინიო, ანტუან გრიზმანი, ბრაითვაიტი, ნეტო, სამუელ უმტიტი, და მირალემ პიანიჩი, რომლებსაც შესაძლოა მატეუს ფერნანდესი და კლემენტ ლენგლეც შეუერთდნენ.

ამჟამად „ბლაუგრანას“ თითქმის 1,2 მილიარდი ევროს ვალი აქვს, საიდანაც 730 მილიონი ევრო უნდა დაიფაროს მოკლევადიან პერიოდში - მიმდინარე სეზონის ბოლოს.

შეგახსენებთ, რომ "ბარსელონას" მიმდინარე სეზონში 26 ტურში 56 ქულა აქვს და პირველ ადგილზე მყოფ „ატლეტიკოს“ 6 ქულით ჩამორჩება.

0.110815