UFC-ს ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი 2 მაისს ამერიკელ კოდი სტამანს დაუპირისპირდება. ბრძოლამდე ორი თვით ადრე სიტუაცია დაიძაბა. საქმე ისაა, რომ სტამანი ქართველ გულშემატკივრებზე გაბრაზდა, რომლებიც მისი თქმით, სოციალურ ქსელში შეურაცხყოფას აყენებენ და ამის გამო დვალიშვილს დაემუქრა.
„ვიცი, რომ მერაბი კარგი ბიჭია. თუმცა, ქართველი ფანები თავხედობენ და უპატივცემულოები არიან. არ მაინტერესებს ჩემზე რას იტყვით, მაგრამ მეორეს მხრივ, როცა ჩემს ოჯახს ეხებით - ეს ძალიან პირადული ხდება. ამ ბიჭს არა მხოლოდ დავამარცხებ, არამედ შევარცხვენ. ვიცი, რომ ბევრი შემიძლია და ძალიან მოტვირებული ვარ. მისი სისხლი თქვენს ხელებზე იქნება“, - დაწერა სტამანმა.
ამ პოსტს მერაბ დვალიშვილიც გამოეხმაურა, რომელმაც სოციალური ქსელიდან ქართველ გულშემატკივარს მიმართა:
„ძალიან ვთხოვ ჩემს გულშემატკივარს, თავი შეიკავოთ ჩემი მეტოქეების შეურაცხყოფისგან - მითუმეტეს გინება და მათი ოჯახის წევრების ცუდად მოხსენიება. ჩემთვის დიდი სირცხვილი და ჩვენი ქვეყნის ცუდი მხრივ წარმოჩენაა ეს ყველაფერი. თქვენ არ გაქვთ იმის უფლება, რომ ჩემს მოწინააღმდეგეს შეურაცხყოფა მიაყენოთ. P.S სამწუხაროდ, ეს პირველი შემთხვევაა არაა“, - დაწერა მერაბმა.
აქვე შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილს UFC-ში ბოლო 5 ბრძოლა ზედიზედ აქვს მოგებული და მთლიანობაში დადებითი ბალანსი გააჩნია (5-2).