ფეხბურთი

1:49 | 13.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლევან კუტალიას ჰეთ-თრიქი ისრაელში (+VIDEO)

ისრაელის ლემიტ ლიგის (რანგით მეორე დივიზიონი) 26-ე ტურში „ჰაპოელ უმნ ალ-ფამის“ თავდამსხმელმა ლევან კუტალიამ ჰეთ-თრიქი შეასრულა.

ქართველმა შემტევმა შესანიშნავი თამაში ჩაატარა. მან ანგარიში 45-ე წუთზე პენალტით გახსნა, მაგრამ შემდეგ „ჰაპოელ იკსალ იმადის“ ფეხბურთელებმა ორი გოლი გაიტანეს და დაწინაურდნენ.

ლევანმა 70-ე წუთზე გაათანაბრა, ხოლო 88-ე წუთზე ეფექტური გოლით ჰეთ-თრიქი გაიფორმა და თავის გუნდს 3:2 მოაგებინა. კუტალია „ჰაპოელ უმნ ლ-ფამის“ მაისურით იანვრიდან თამაშობს და 4 გოლი აქვს გატანილი. ამ ჰეთ-თრიქამდე მან ერთხელ თავი ისრაელის თასზე გამოიჩინა.

0.119666