სხვა

1:22 | 13.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

პეტრა ვლჰოვამ არეში სლალომი მოიგო

სლოვაკმა პეტრა ვლჰოვამ არეში (შვედეთი) გამართული სლალომის რბოლა მოიგო და გარდა იმისა, რომ ამ დისციპლინაში ლიდერობა განიმტკიცა, აბსოლუტურ ჩათვლაშიც კლასიფიკაციას სათავეში ჩაუდგა.

ვლჰოვამ ერთი კვირის წინ, ორ საშინაო რბოლაში მეორე და პირველი ადგილები დაიკავა და წარმატებული სვლა არეშიც გააგრძელა, სადაც შაბათს კიდევ ერთი სლალომია. არეს რბოლაში, მან უკან მოიტოვა ავსტრიელი მსოფლიო ჩემპიონი კატარინა ლინსბერგერი და ამერიკელი მიკაელა შიფრინი.

ვლჰოვასთვის ეს კარიერაში მსოფლიო თასზე მოპოვებული მე-20 გამარჯვებაა. ამ მოგებით, აბსოლუტურში მან უკან ჩამოიტოვა შესანიშნავ ფორმაში მყოფი შვეიცარიელი ლარა გუტ-ბერამი, რომელსაც 64 ქულას უგებს. სლალომის ჩათვლაში კი 85 ქულით ჩამოიტოვა მეორეზე მყოფი შიფრინი.

ვლჰოვამ შიფრინთან ერთი კვირის წინ, ერთი სლალომი წააგო. ამერიკელს იმ წარმატების გამეორება ამჯერადაც შეეძლო, მაგრამ მეორე ცდის დასაწყისში შეცდომა დაუშვა და მოგების შანსიც დაკარგა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.157374