ფეხბურთი

23:32 | 12.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი აბურჯანიას ფანტასტიკური გოლი ესპანეთის ლა ლიგა 2-ში (+VIDEO)

ესპანეთის ლა ლიგა 2-ის XXIX ტურში გიორგი აბურჯანიამ ულამაზესი გოლი გაიტანა. ქართველი ფეხბურთელის „კარტახენა“ საკუთარ მოედანზე „პონფერადინას“ გაეჯიბრა და ქულა მოიპოვა (1:1).

მასპინძლები პირველი ტაიმის ბოლოს აბურჯანიამ დააწინაურა. გიორგიმ ბურთი საჯარიმოს მისადგომებთან მიიღო და კარში მიწაზე დაუშვებლად გადაგზავნა - ძალიან მაგარი გოლი გამოვიდა. 26 წლის ნახევარმცველი 85-ე წუთზე შეცვალეს და მისი გოლით „კარტახენა“ გამარჯვებასთან ახლოს იყო, მაგრამ მსაჯის მიერ კომპენსირებულ მესამე წუთზე პენალტით გაუშვა და ფრეს დასჯერდა.

მოგეხსენებათ, აბურჯანია „კარტახენას“ იანვარში „ოვიედოდან“ შეუერთდა და დღემდე 7 მატჩი ჩაატარა (6 ძირითადი შემადგენლობიდან), გოლი კი პირველად გაიტანა.

„კარტახენამ“ ამ გამარჯვებით 29 ქულა დააგროვა და მე-19 ადგილზე იმყოფება, არადა, რომ მოეგო, მე-16 პოზიციაზე აღზევდებოდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112586