ჩილეს ეროვნული ნაკრების და მილანის "ინტერის" ცენტრალურმა ნახევარმცველმა არტურო ვიდალმა მარცხენა მუხლზე მენისკის ოპერაცია გაიკეთა და რეაბილიტაციას რამდენიმე დღეში დაიწყებს. აღნიშნული ინფორმაცია "ნერაძურის" ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
ვიდალმა ტრავმა "ატალანტასთან" მოგებულ იტალიის ჩემპიონატის მატჩში მიიღო. ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენხნიანი სარეაბილიტაციო პერიოდის გავლა მოუწევს სამხრეთამერიკელს. შესაძლოა ვიდალმა მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშოს. 2020/21 წლების სეზონში არტურომ 30 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ორი გოლი და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.