სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

19:41 | 12.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ევროპა ლიგის კვირის სიმბოლური ნაკრები

უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა ევროპა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველი ეტაპის მატჩების შემდეგ, ფეხბურთელების ასპარეზობის მიხედვით სიმბოლური ნაკრები შეადგინა.

საუკეთესო 11 ფეხბურთელს შორის ყველაზე მეტი წარმომადგენელი ამსტერდამის "აიაქსს" ჰყავს. ნიდერლანდური გუნდიდან ნიკოლას ტალიაფიკო, რაიან გრავენბერში და დუშან ტადიჩი გამოარჩიეს. სიმბოლური ნაკრები კი შემდეგნაირად გამოიყურება:

მეკარე: რუი სილვა ("გრანადა");

მცველები: სერჟი ორიე ("ტოტენჰემი"), გაბრიელი ("არსენალი"), რაულ ალბიოლი ("ვილიარეალი"), ნიკოლას ტალიაფიკო ("აიაქსი");

ნახევარმცველები: რაიან გრავენბერში ("აიაქსი"), ლორენცო პელეგრინი ("რომა"), მარტინ ოდეგორი ("არსენალი");

თავდამსხმელები: რობერტო სოლდადო ("გრანადა"), ჰარი კეინი ("ტოტენჰემი"), დუშან ტადიჩი ("აიაქსი");

0.170075