ფეხბურთი

17:34 | 12.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანმა "რეალში" რონალდუს შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა კრიშტიანუ რონალდუს „სამეფო კლუბში“ შესაძლო დაბრუნებაზე კომენტარი გააკეთა. ფრანგი სპეციალისტის განცხადებით, ის „იუვენტუსის“ ფეხბურთელია და ეს პატივისცემას მოითხოვს.

„ყველამ იცით რა გააკეთა კრიშტიანუ რონალდუმ მადრიდის „რეალისთვის და ის სითბო, რომელიც მის მიმართ გვაქვს. ის, რაც მან აქ გააკეთა, შესანიშნავია. თუმცა, ახლა „იუვნტუსის“ ფეხბურთელია და თავის საქმეს კარგად აკეთებს. არაფრის თქმა შემიძლია, ბევრ რამეს ამბობენ, მაგრამ ამ სიტუაციას პატივი უნდა ვცეთ“, - აღნიშნა ზიდანმა.

შეგახსენებთ, რომ ესპანური მედიის ცნობით, რონალდუს აგენტი ჟორჟე მენდეში „რეალის“ ხელმძღვანელობას დაუკავშირდა. კრიშტიანუს „იუვენტუსიდან“ წასვლაზე საუბარი აქტიურად მას შემდეგ დაიწყო, რაც იტალიური გუნდი ზედიზედ მეორედ ჩემპიონთა ლიგაზე მერვედფინალში გამოეთიშა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113615