ფეხბურთი

15:51 | 12.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ერლინგ ჰოლანდი ჩემპიონთა ლიგის კვირის ფეხბურთელია

დორტმუნდის „ბორუსიას“ თავდამსხმელი ერლინგ ჰოლანდი ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ნორვეგიელმა ფორვარდმა უეფას გამოკითხვაში ყველაზე მეტი ხმა მიიღო.

ჰოლანდმა „პორტუს“ ფეხბურთელ სერჟიო ოლივეირას, „ლივერპულის“ ნახევარმცველ ფაბინიოსა და „პარი სენ ჟერმენის“ მეკარე კეილორ ნავასს აჯობა.

შეგახსენებთ, რომ ჰოლანდმა ესპანურ „სევილიასთან“ (2:2) დუბლი შეასრულა და გერმანული გუნდის მეოთხედფინალში გასვლაში გადამწყვეტი როლი ითამაშა.

0.141574