რაფაელ ნადალს კვლავ ზურგის ტკივილი აწუხებს და ამის გამო, დუბაის ATP 500-იანი ტურნირის გამოტოვება მოუწევს. დიდი სლემის 20 ტიტულის მფლობელმა ესპანელმა ეს ტრავმა ავსტრალიის ღია პირველობისთვის მზადებისას მიიღო.
ზურგის ტკივილის გამო, მელბურნის ტურნირამდე ATP-ს თასზე ვერ ითამაშა. თუმცა ყოველივეს მიუხედავად, ავსტრალიის ღიას მეოთხედფინალს მაინც მიაღწია, სადაც სტეფანოს ციციპასთან წააგო. მას შემდეგ, 34 წლის ნადალს არ უთამაშია.
ნადალი ამბობს, რომ დუბაიში თამაშის სურვილი ჰქონდა, მაგრამ საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ ამისთვის მზად არაა. ნადალი ჯერაც ფიგურირებს მაიამის ღია პირველობის განაცხადში, თუმცა ამერიკაში გამგზავრება ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს.
დუბაის ტურნირი 14-20 მარტს გაიმართება, მისმის ATP-ს 1000-იანი (მასტერსი) ტურნირი კი 24 მარტს დაიწყება და 4 აპრილს დასრულდება.