ევრობასკეტ 2022-ის მონაწილე 24 ნაკრები 6 კალათაში რეიტინგის მიხედვით გადანაწილდა და შესაბამისად, ჯგუფური ეტაპის წილისყრის წინ გარკვეული კონტურები გამოიკვეთა.
საქართველოს ნაკრები, რომელიც ევრობასკეტის ერთ-ერთი მასპინძელია, ჩეხეთთან, იტალიასთან და გერმანიასთან ერთად, მეოთხე კალათაში მოხვდა. ჩვენთან ერთად არიან გერმანიის, უკრაინისა და ფინეთის ნაკრებები. შედეგად, ამ სამ ნაკრებთან ჩვენი თამაში ჯგუფურ ეტაპზე გამოირიცხა (გერმანიასთან ისედაც გამორიცხული იყო).
აღსანიშნავია, რომ საქართველოს (ისევე როგორც დანარჩენ მასპინძლებს) თითო გუნდის არჩევა შეუძლიათ, რომლებიც ჯგუფში ეყოლებიან. საქართველოს სურვილი ლიეტუვა იყო, მაგრამ ლიტუველები გერმანიაში თამაშს ემხრობიან. ამავე კალათაში მასპინძლები, იტალია და ჩეხეთი არიან, შედეგად, მეორე კალათიდან ერთადერთი ნაკრები რჩება, რომელიც საქართველოს ჯგუფში მოხვდება - რუსეთი.
ევრობასკეტ 2022-ის კალათები შემდეგნაირად გადანახილდა:
I კალათა
ესპანეთი, სერბეთი, საბერძნეთი, საფრანგეთი
II კალათა
ლიეტუვა, რუსეთი, იტალია, ჩეხეთი
III კალათა
პოლონეთი, ხორვატია, თურქეთი, სლოვენია
IV კალათა
გერმანია, უკრაინა, ფინეთი, საქართველო
V კალათა
ბელგია, უნგრეთი, ისრაელი, დიდი ბრიტანეთი
VI კალათა
ბოსნია, ნიდერლანდები, ესტონეთი, ბულგარეთი
შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატი 2022 წლის 1 სექტემბრიდან 18 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება.