ფეხბურთი

18:01 | 11.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

"იუვე" და "მილანი" ხვიჩა კვარაცხელიას ესპანეთთან შეხვედრაში დააკვირდებიან!

საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ „იუვენტუსი“ და „მილანი“ დაინტერესდნენ. Tuttomercatoweb-ის ინფორმაციით, ტურინული და მილანური გრანდები 20 წლის ქართველ შემტევს აკვირდებიან.

სწორედ ამის გამო 25 მარტს, თბილისში, საქართველო - ესპანეთის მატჩზე ორივე კლუბი წარმომადგენელს გამოგზავნის და ცხადია, მათი ერთადერთი მიზანი კვარაცხელიაზე დაკვირკვება იქნება. ჯერჯერობით, სხვა კონკრეტულ ცნობას გამოცემა არ ავრცელებს.

ამავდროულად, იტალიური ვებგვერდი წერს, რომ ხვიჩას „დორტმუნდიც“ აკვირდება და უახლოეს კვირების განმავლობაში შესაძლოა ტრანსფერზე შეტევაც მიიტანონ.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას ყაზანის „რუბინთან“ კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს. არაოფიციალური ინფორმაციით, რუსული კლუბი მასში მინიმუმ 15 მილიონ ევროს მოითხოვს. მიმდინარე სეზონში „რუბინის“ მაისურით ხვიჩას ანგარიშზე 18 მატჩი, 2 გოლი, 3 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115065