იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ ფრანგულ „პარი სენ ჟერმენთან“ ლიონელ მესის თამაში შეაფასა და მას გენიოსი უწოდა. იტალიელი მიიჩნევს, რომ „ბარსელონაში“ ახალი პრეზიდენტის მისვლამ ფეხბურთელებს სტიმული გაუზარდა.
„ლეო პსჟ-სთან ფენომენი იყო, რომელიც მეკარემ და მარკინიოსმა შეაჩერეს. მესი განსხვავებული მოთამაშეა. კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ რაღაც სხვებზე მეტი აქვს და აბსოლუტური გენიოსია. სხვები მოიგებენ ოქროს ბურთებს, როგორც კრიშტიანუ რონალდუმ მოიგო, მაგრამ ის ნამდვილი გენიოსია, რადგან სხვებისგან გამორჩეული ხარისხი და სისწრაფე აქვს. პსჟ-სთან დიდებული მესი და ლამაზი „ბარსელონა“ ვნახე, ახალმა ხელმძღვანელობამ ალბათ, ყველას მოტივაცია მისცა“, - თქვა კაპელომ.
შეგახსენებთ, „ბარსელონა“ ჩემპიონთა ლიგას მერვედფინალში „პარი სენ ჟერმენთან“ ორი მატჩის ჯამში (2:5) მარცხის შედეგად გამოეთიშა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
2009-2012 წლის მესის დონეა ვერავინ ვეღარ დადებს ასე სტაბილურად ასე გამოკვეთილად აღემატებოდეს ყველას
ტიპს 25 წლის ასაკში რომ დაენებებინა ფეხბურთისთვის თავი ყველადროის საუკეთესო იქნებოდა მაინც
25 წლის ფეხბურთელს ოდესმე ვინმეს 4 ოქროს ბურთი ექნება მოგებული?აქამდე არ ყოფილა და მომავალშიც გამორიცხულია მსგავსი პრეცენდენტი რომ მოხდეს
წელს ლა ლიგაში ბომბარდირთა დავაც საინტერესოა,12-12 თამაში დარჩა სათამაშო ორივეს მესისაც და სუარესსაც და ამ მომენტისთვის 24 თამაშში 19 გოლი აქვს ლა ლიგის ამ სეზონში გატანილი მესის და 23 თამაშში 18 გოლი სუარესს.ვნახოთ ძმაკაცების დუელს ვინ მოიგებს)))
ნუ მესიმ და სუარესმა შეიძლება არც ითამაშონ 12-ივე თამაში,ბარსა-ატლეტიკოს დარჩა ორივეს 12 თამაში სათამაშო ლა ლიგაში,ასე უფრო სწორი ნათქვამი იქნება
რა უცებ გადის დრო მაგის დედა ვატირე,პირველი თამაშები მახსოვს მესისი და მართლა ჩემ(ჩვენ)თვალწინ დაამხო ყველა რეკორდი.ამ სეზონის შემდეგ აბსოლიტურად ყველა რეკორდი მაგის იქნება რაც ბარსელონას ეხება.თამაშები,გოლები ნებისმიერ ტურნირზე და მთლიანობაში,პასები,ტიტულები და ასე შემდეგ.ერთადერთი ფეხბურთელია ისტორიაში რომელიც გადაცდა 1000-ს გოლ+პასის სისტემით და ასევე ერთადერთი ფეხბურთელია ისტორიაში ვინც 100-ზე მეტი ინდივიდუალური ჯილდო მოიგო
მესი 15-ში უესკასთან თამაშით ეწევა ხავის ბარსას ისტორიაში ჩატარებული ოფიციალური თამაშების რაოდენობით.767 ოფიციალური თამაში ექნება ორივეს ბარსას პირველ გუნდში ნათამაშები(766 აქვს მესის ეხლა) რაც სარეკორდოა ბარსასთვის,21-ში კი სოსიედადთან ითამაშებს და ერთპიროვნულად ყველაზე მეტი ოფიციალური თამაში ექნება ნათამაშები ბარსაში.ასე რომ მომდევნო კვირა ისტორიულია ბარსასთვის
ბუნებრივია ყველა ტურნირის მონაცემები იგულისხმება ოფიციალურ თამაშებში.კონკრეტულად ლა ლიგაში 510-ე თამაშს ითამაშებს უესკასთან რითაც დაეწევა კასილასს,სოსიედადის თამაშის შემდეგ კი იმავე კასილასს ჩამოიშორებს და გადავა ერთპიროვნულად მეშვიდე ადგილზე ლა ლიგის ისტორიაში ჩატარებული თამაშების რაოდენობით.ბარსას მაისურით კი დღესაც რეკორდსმენია უკვე კონკრეტულად ლა ლიგის ეგიდით 509 თამაშით,ხავია მეორეზე 505 თამაშით
ახალი ამბავი ))
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ
5 ოქროს ბურთი ჯამში არ აქვთ მოგებული ზიდანს(1) გაუჩოს(1) და ფენომენს(2).არადა ნიჭით და თამაშით სამივე ბევრად ჯობდა კრისტინას
მაგრამ მაინც ტეხავს რონალდუს 5 ოქროს ბურთი,მართლა ფეხბურთის სირცხვილია როცა რონალდუს დონის ფეხბურთელს 5 ოქროს ბურთი აქვს.3 ოქროს ბურთი იყო რონალდუს დონის მაქსიმუმი,ისიც იმ კარიერიდან გამომდირე რაც გაიკეთა თორემ ბევრ რონალდუზე ნიჭიერს 1 ოქროს ბურთიც არ მოუგიათ
+++++++++)))))))))))))))