ფეხბურთი

15:27 | 11.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

„ბარსელონამ“ ვეინალდუმს ხანგრძლივი კონტრაქტი შესთავაზა

„ბარსელონამ“ „ლივერპულის“ ნახევარმცველს, ჟორჟინიო ვეინალდუმს ხანგრძლივი კონტრაქტი შესთავაზა - წერს Football Insider.

30 წლის ნიდერლანდელიც თანახმა ყოფილა კატალონიურ კლუბში გადასვლაზე. „ლივერპულთან“ მის ხელშეკრულებას ვადა 2021 წლის 30 ივნისს ეწურება, ამიტომ ის კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

მიმდინარე სეზონში ვეინალდუმმა „ლივერპულის“ მაისურით 39 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა. პორტალ Transfermarkt-ის ვარაუდით, ნიდერლანდელის სატრანსფერო ღირებულება დაახლოებით 40 მილიონი ევროა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112584