თამაშგარე

14:21 | 11.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ირონიული ადრიანა ლიმა

ლეგენდარული და ყველა დროის ერთი-ერთი ყველაზე პოპულარული ბრაზილიელი მოდელი ადრიანა ლიმა ახალგაზრდობაში ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრების თილისმად ითვლებოდა და ამ ტიტულის მოპოვების გზაზე არაერთი კოლეგა ლამაზმანის კონკურენციის დაძლევა და მათი “გადაჯეგვა“ მოუწია.

ახლა ადრიანას ასეთი საქმისათვის არც დრო აქვს და არც სურვილი, რადგან სამოდელო საქმეში თუკი რამე ტიტული არსებობს, ყველაფერი აქვს მკერდზე დასვენებული. მთავარი კი მაინც ისაა, რომ სამოდელო საქმის დასრულებას და საპოდიუმე ფიცარნაგიდან წასვლას კიდევ დიდი ხნის მანძილზე არ აპირებს.

სწორედ ამ რეალობიდან გამომდინარე, ადრიანა ერთ-ერთ ბრაზილიურ ბულვარულ ჟურნალთან საუბარში აცხადებს, რომ ღიმილითა და ირონიით უყურებს დამწყებ მოდელებს, რომლებიც პოპულარობის მოპოვებას ფეხბურთით ცდილობენ. ადრიანას აზრით წარმატების მიღწევის ეს ხერხები უკვე დიდი ხანია მოძველდა და ყავლი გაუვიდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.131493