ესპანური პრიმერას მე-18 ტურის გადმოტანილ მატჩში, ლიდერმა, მადრიდის „ატლეტიკომ“ შინ „ბილბაო“ 2:1 დაამარცხა და უახლოეს მდევარ „ბარსელონას“ ექვსი ქულით გაუსწრო.
ამ შეხვედრის შემდეგ, დიეგო სიმეონე ყველაზე მომგები მწვრთნელი გახდა „ატლეტიკოს“ ისტორიაში. არგენტინელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით მადრიდელებმა 309-ჯერ გაიმარჯვეს 514 მატჩში. სიმეონემ ლუის არაგონესს გადაუსწრო, რომლის დროსაც ატლეტიკოელებმა 308-ჯერ მოიგეს 612 შეხვედრაში.
სიმეონე „ატლეტიკოს“ 2011 წლიდან წვრთნის.