ფეხბურთი

0:50 | 11.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

"მარაკანას" სტადიონი პელეს სახელობის გახდება

რიო დე ჟანეიროს ლეგენდარული საფეხბურთო არენა „მარაკანა“ უახლოეს მომავალში სახელწოდებას შეიცვლის. ბრაზილიური მედიის ცნობით, გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და სტადიონი პელეს სახელობის გახდება.

„ეს არის დამსახურებული პატივი იმ ადამიანისადმი, რომელიც მთელ მსოფლიოში აღაირებულია იმით, რაც მან ბრაზილიურ ფეხბურთს მისცა“, - ნატქვამია რიოს გუბერნატორის განცხადებაში.

„მარაკანას“ ფეხბურთის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უკავია და ბრაზილიური ფეხბურთი გარკვეულწილად ამ საოცარ სტადიონთანაც ასოცირდება.

საინტერესოა, რომ გადაწყვეტილებას ბრაზილიაში ყველა დადებითად არ შეხვდა. ისინი ფიქრობენ, რომ ეს უსამართლობაა, რადგან პელეს სახელი უმეტესად არა რიოსთან, არამედ სან პაულუსთან ასოცირდება.

0.116211