ფეხბურთი

0:13 | 11.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

"პორტუს" სპიკერი: "ღორ რონალდუზე და იტალიელ ქურდებზე შური ვიძიეთ"

„პორტუს“ სტადიონის დიქტორმა ფერნანდო საულმა სოციალურ ქსელში სკანდალური პოსტი გამოაქვეყნა. მან „იუვენტუსთან“ გამარჯვების შემდეგ სოციალურ ქსელში იტალიური გრანდისა და კრიშტიანუ რონალდუს მიმართ მწვავე კომენტარი არ დაიშურა.

„ბაზელისთვის (1984 წლის თასების თასის ფინალში „იუვემ“ „პორტუ“ 2:1 დაამარცხა) შური ვიძიეთ იტალიელი ქურდების წინააღმდეგ. შური ვიძიეთ ღორ რონალდუზე იმის გამო, რაც „დრაგაუზე“ გააკეთა. რა სიამაყეა, ეს „პორტუა“. ახლა ველოდები დოლორესის ვიდეოს (კრიშტიანუს დედა) და ოჯახის უკბილო წევრების ვიდეოებს“, - დაწერა საულმა.

აღსანიშნავია, რომ ფერნანდო საული მსგავსი ხისტი გამონათქვამებით პირველად არ გამოირჩა. ის 2017 წელს ერთი თვით იყო დისკვალიფიცირებული მას შემდეგ, რაც სტადიონზე მიკროფონში ორი სიტყვა წარმოთქვა: „დავიღალეთ ყაჩაღობით!“.

შეგახსენებთ, „პორტუმ“ „იუვენტუსთან“ დამატებით დროში 2:3 წააგო, მაგრამ ორი მატჩის ჯამში ფრე 4:4 დაფიქსირდა და პორტუგალიელები მეოთხედფინალში სტუმრად გატანილი გოლების წყალობით გავიდნენ.

0.140285