ფეხბურთი

22:11 | 10.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

3 მატჩი და 0 გოლი ეროვნულ ლიგაში

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მესამე ტური დასრულდა. დღეს სამი მატჩი გაიმართა, მაგრამ გოლი საერთოდ არ გასულა.

დიახ, სამი უგოლო შეხვედრა ერთ ტურში და ერთ დღეს, მართლაც უნიკალური შემთხვევაა. ყველაზე საინტერესო დაპირისპირება გორში შედგა, სადაც „დილამ“ თბილისის „ლოკომოტივს“ უმასპინძლა და გუნდები უგოლოდ დაშორდნენ. არადა, გორელებს მოგება შეეძლოთ, ბოლოს პენალტი ვერ გაიტანეს, გიორგი მამარდაშვილი შეუდარებელი იყო.

„საბურთალომ“ საკუთარ მოედანზე ქუთაისის „ტორპედოს“ კარს გასაღები ვერ მოუძებნა და იმერულმა გუნდმა მიმდინარე სეზონში პირველი ქულა მოიპოვა. ასევე უგოლოდ დასრულდა „თელავისა“ და „სამგურალის“ შეხვედრაც.

სამი ტურის თავზე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ორხელისფულიანობაა: გორის „დილა“ და „დინამო ბათუმი“ სატურნირო ცხრილს 7-7 ქულით ლიდერობენ.

„თელავი“ – „სამგურალი“ 0:0 (0:0)

„დილა“ – „ლოკომოტივი“ 0:0 (0:0)

„საბურთალო“ – „ტორპედო“ 0:0 (0:0)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117664