საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა დოჰას ტურნირის მეორე წრეში მალეკ ჯაზირი 6:2, 6:2 დაამარცხა და მეოთხედფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა. ქართველი ჩოგბურთელი შემდეგ ეტაპზე როჯერ ფედერერსა და დანიელ ევანსს შორის გამარჯვებულს შეხვდება, ეს მატჩი კი ამჟამად მიმდინარეობს და ფედერერმა პირველი სეტი 7:6 მოიგო.
ტუნისელთან დაპირისპირებაში ქართველი კარგად გამოიყურებოდა. ბასილაშვილმა საკუთარ ჩაწოდებაზე გათამაშებების 82 პროცენტი მოიგო, რაც კარგი მაჩვენებელია. ასევე, ნიკოლოზს ხუთი ეისი ჰქონდა და ორი ორმაგი შეცდომა დაუშვა. ქართველმა ჩოგბურთელმა მეოთხედფინალში გასვლით 45 სარეიტინგო ქულა და 40,425 დოლარი მოიპოვა.