ფეხბურთი

19:57 | 10.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჰოლანდის მორიგი რეკორდი

ნორვეგიის ეროვნული ნაკრების და "დორტმუნდის" თავდამსხმელი ერლინგ ჰოლანდი ნორვეგიელ ფეხბურთელებს შორის ჩემპინთა ლიგაზე ბომბარდირი გახდა. ჰოლანდმა "სევილიასთან" ფრედ დასრულებულ (2:2) მერვედფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში ორი გოლი გაიტანა, ტურნირზე კი მეტოქეთა კარი 20-ჯერ აიღო და ულე გუნარ სულშერის რეკორდი (19) გააუმჯობესა.

ჰოლანდმა 20 გოლის გატანა სხვა ფეხბურთლებთან შედარებით ყველაზე სწრაფად მოახერხა. 21-წლამდელ ფეხბურთელებს შორის კი ასევე ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი. ამ ყველაფერთან ერთად, ერლინგი გახდა ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, რომელმაც ზედიზედ ექვს მატჩში მოახერხა მეტოქეთა კარის აღება.

0.155669