ფეხბურთი

17:16 | 10.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

პირლო: "პრეზიდენტმა მითხრა, რომ ჩვენი პროექტი ახლახან დაიწყო"

ტურინის „იუვენტუსიდან“ ანდრეა პირლოს გათავისუფლება დღის წესრიგში არ დგას. „პორტუსთან“ მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე 41 წლის სპეციალისტმა თქვა, რომ პრეზიდენტ ანდრეა ანიელის ესაუბრა და ყველაფერი გარკვეულია - მუშაობას აგრძელებს.

„ანიელის არ დავუმშვიდებივარ, რადგან ისედაც მშვიდად ვიყავი. მან მითხრა, რომ პროექტი ახლახან დაიწყო და მუშაობას ვაგრძელებთ. წელს ნაყიდი ფეხბურთელები ადასტურებენ, რომ „იუვეს“ დონის მოთამაშეები არიან და შეუძლიათ მსგავსი მნიშვნელობის მატჩებში თამაში. შესაბამისად, მუშაობას მშვიდად ვაგრძელებ“,- თქვა პირლომ.

შეგახსნენებთ, „იუვენტუსიდან“ ბოლო ორ სეზონში მთავარი მწვრთნელები, მასიმიალინო ალეგრი და მაურიციო სარი ჩემპიონთა ლიგაზე ნაადრევი მარცხის გამო გაათავისუფლეს,იმის მიუხედავად, რომ სკუდეტო მოიგეს. პირლოს შემთხვევაში შედეგი გაცილებით უარესია, მაგრამ როგორც ჩანს, მას ხელმძღვანელობა ნდობას უცხადებს.

0.118947