თამაშგარე

13:19 | 10.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ვნებაჩამქრალი ტამარა გორო

ერთ დროს არგენტინული ფეხბურთის მომავლად აღიარებული ეზიკილ გარაის მეუღლე, ესპანელი მოდელი ტამარა გორო სკანდალური განცხადებებით მუდამ გამოირჩეოდა და ეს გოგო არასოდეს დარიდებია საზოგადოებისთვის ისეთი პირადი და პიკანტური ამბების მოყოლასაც კი, როგორიც მაგალითად ქმართან სექსია.

ამასწინათ ტამარამ ჟურნალ “მარკასთან“ საუბარში აღიარა, რომ მიუხედავად ქმრისადმი პატივისცემისა და ძველებურად სიყვარულისა, მასთან სექსში ძველებურად დიდ სიამოვნებას ვეღარ იღებს და სწორედ ამიტომაც, სექსის ინტენსივობამაც მოიკლო (ხარისხზე რომ აღარაფერი ვთქვათ).

ტამარა გორო იმასაც ამბობს, რომ ქმართან სექსუალური ვნებების ჩაცხრობის ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა მოუცლელობაც იყოს, რადგან მუდმივად საქმეებზე ორიენტურებულ ცოლ-ქმარს ბუნებრივია ერთურთისადმი ლტოლვა ძველებურად ვეღარ ექნებოდათ, მაგრამ ბულვარულ მედიას ასეთი ახსნა ცხადია არ დააკმაყოფილებდა.

0.133399