ფეხბურთი

2:37 | 10.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

"პორტუს" გმირობა, "იუვეს" ფიასკო და ჰოლანდის მორიგი შოუ

ჩემპიონთა ლიგას ორი მეოთხედფინალისტი ჰყავს - „დორტმუნდი“ და „პორტუ“. ორივე გუნდმა პირველ ტაიმში მოპოვებული უპირატესობა შეინარჩუნა და ჩემპიონთა ლიგას ასაპრეზობას აგრძელებენ, ხოლო „იუვენტუსი“ და „სევილია“ შიდა ჩემპიონატების ამარა დარჩნენ.

ტურინში „იუვენტუსს“ „პორტუ“ აუცილებლად უნდა დაემარცხებინა და დაამარცხა კიდეც, მაგრამ ისეთი ანგარიშით, რომელმაც არაფერი მისცა. „იუვემ“ სახიფათო მომენტი მეორე წუთზე შექმნა, მაგრამ პორტუგალიელთა რიგებში ერთ-ერთმა გამორჩეულმა აგუსტინ მარჩესინმა საოცარი სეივით თავისიანები გადაარჩინა.

თუმცა, ეს უბრალო გამონათება და უფრო მეტიც, პირველ ტაიმში მასპინძელთა ერთადერთი შანსი გამოდგა. „პორტუმ“ კი ბრწყინვალედ ითამაშა და სერჟიო კონსეისაოს გუნდი დაწინაურდა. მე-19 წუთზე სერჟიო ოლივეირამ პენალტი გაიტანა და ანგარიში გახსნა, რამაც „იუვეს“ მდგომარეობა ძალიან დაამძიმა.

თუმცა, მეორე ნახევარში ყველაფერი იტალიელთა სასიკეთოდ განვითარდა. სტარტზევე ფედერიკო კიეზამ ულამაზესი გოლით ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 54-ე წუთზე „პორტუ“ კაცნაკლული დარჩა. ირანელმა ფორვარდმა, რომელმაც ამ თამაშში პენალტი მოიპოვა, ხოლო წინა შეხვედრაში გოლი გაიტანა, თანაგუნდელები დააღალატა, ორწუთიან ინტერვალში ორჯერ მიიღო გაფრთხილება და გააძევეს.

„იუვეს“ ხელ-ფეხი უფრო გაეხსნა და კიეზამმაგარი შანსი გაანიავა, მეკარე მოატყუა, მაგრამ ბურთი ოდნავ იწნ გაექცა, იქვე პეპე გაჩნდა, რომელმაც ხელიც შეუშალა და იტალიელი შემტევის დარტყმა ცარიელი კარის წინ მხოლოდ კარის ძელს მოხვდა. ფედერიკომ ეს ეპიზოდი მალევე აინაზღაურა, რადგან ხუან კუადრადოს ჩაწოდებას გამოეხმაურა და ანგარიში 2:1 გახადა. შედეგად, ორი მატჩის ჯამში სრული თანაფარდობა დადგა. ტურინელებს შეეძლოთ ძირითად დროში მოგება, მაგრამ მარჩესინიმ კიეზას ერთი-ერთზე აჯობა, ალვარო მორატას გოლი თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუქმდა, ხოლო ბოლო წუთზე კუადრადომ ბურთი ხარიხას გაარტყა.

დაინიშნა დამატებითი დრო, სადაც მთავარი მოვლენები 115-ე წუთიდან განვითარდა. ვოიცეხ შჩესნის სერჟიო ოლივეირას ჯარიმის დროს ჩამოეძინა და პორტუგალიელმა მისი კარი დაახლოებით 30-35 მეტრიდან დალაშქრა. ეს უკვე მომდევნო ეტაპზე გასვლას ნიშნავდა, რადგან „იუვეს“ 5 წუთი და 2 გოლი ჰქონდა გასატანი.

ორი ვერ, მაგრამ ერთი გაიტანა. ადრიენ რაბიომ თავით ზუსტად დაარტყა და პირლოს გუნდი დაბრუნდა. ბოლოს კიდევ შეეძლო იტალიურ გრანდს გამარჯვების მოპოვება, მაგრამ მარჩესინის კარში გოლის გატანა ურთულესი საქმე იყო და არგენტინელის მორგმა გაბრწყინებამ „პორტუ“ მეოთხედფინალში გაიყვანა, „იუვენტუსი“ კი ჩემპიონთა ლიგაზე ოცნებას ისევ აგრძელებს.

„იუვენტუსი“ – „პორტუ“ 3:2 დ.დ (0:1)

ტურინი, „ალიანც სთედიუმი“

„იუვენტუსი“ (4-4-2): შჩესნი; კუადრადო, დემირალი, ბონუჩი (დე ლიხტი 75), ალექს სანდრო; რემზი (მაკკენი 75), რაბიო, არტური (კულუშევსკი 102), კიეზა (ბერნარდესი 102); რონალდუ, მორატა

მწვრთნელი: ანდრეა პირლო

„პორტუ“ (4-4-2): მარჩესინი; მანაფა, მბემბა, პეპე, ზაიდუ (ლუიშ დიასი 71); კორონა, ოლივეირა, ურიბე (გრუიჩი 90), ოტავიო (სარი 62); მარეგა (მარტინესი 105), ტარემი

მწვრთნელი: სერჟიო კონსეისაო

გოლები: 0:1 ოლივეირა (19, პენ), 1:1 კიეზა (49), 2:1 კიეზა (63), 2:2 ოლივეირა (115), 3:2 რაბიო (117)

გაფრთხილება: კიეზა (90) - ოტავიო (45), ტარემი (52, 54)

გაძევება: ტარემი (54)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 19 (13) – 12 (7) ბურთის ფლობა: 63%-37% კუთხურები: 18:2 თამაშგარე: 7:1

მსაჯი: ბიორნ კუიპერსი (ნიდერლანდები)

„დორტმუნდმა“ ესპანეთში ერლინგ ჰოლანდის დუბლით 3:2 მოიგო და იმთავითვე სერიოზული უპირატესობა მოიპოვა. თუმცა, ცხადია, გადაწყვეტილი არაფერი იყო და ესპანელებს შანსი ისევ ჰქონდათ.

თუმცა, ერლინგ ჰოლანდი არის ფეხბურთელი, რომელიც სხვაობას ქმნის და ეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა. ნორვეგიელმა ბომბარდირმა პირველი ტაიმის ბოლოს და მეორე ტაიმის დასაწყისში დუბლი შეასრულა და „დორტმუნდი“ 2:0 დაწინაურდა, რითაც ყველაფერი გადაწყდა. თუმცა, ხულე ლოპეტეგის გუნდმა ბოლომდე იბრძოლა და ენ-ნესირის დუბლით გათანაბრება შეძლო, თუმცა, ეს უკვე ძალიან გვიან მოხდა და ანდალუზიელებს მესამე გოლის გასატანად უბრალოდ დრო აღარ ჰქოდათ.

შედეგად, „დორტმუნდმა“ ორი მატჩის ჯამში 5:4 მოიგო და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ითამაშებს, ხოლო „სევილია“ ასპარეზობას გამოეთიშა.

„დორტმუნდი“ – „სევილია“ 2:2 (1:0)

დოტმუნდი, „სიგნალ იდუნა პარკი“

„დორტმუნდი“ (4-3-2-1): ჰიტცი; მური (მუნიე 90), ემრე ჯანი, ჰუმელსი, შულცი (ზაგადუ 67); დაუდი, დელანი, ბელინგემი; აზარი (პასლაკი 67), როისი; ჰოლანდი

მწვრთნელი: ედინ ტერზიჩი

„სევილია“ (4-3-3): ბონო; ნავასი, კუნდე, დიეგო კარლოსი, აკუნია; ჯორდანი (გომესი 60), ფერნანდო (რაკიტიჩი 86), როდრიგესი (ტორესი 79); სუსო (ელჰადადი 86), ენ-ნესირი, ოკამპოსი (დე იონგი 60)

მწვრთნელი: ხულენ ლოპეტეგი

გოლები: 1:0 ჰოლანდი (35), 2:0 ჰოლანდი (54), 2:1 ენ-ნესირი (69, პენ), 2:2 ენ-ნესირი (90)

გაფრთხილება: მური (20), ჰოლანდი (55), ემრე ჯანი (67) - აკუნია (40), კუნდე (51), ჯორდანი (55), როდრიგესი (71), ფერნანდო (76), დიეგო კარლოსი (77)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 9 (5) – 14 (8) ბურთის ფლობა: 37%-63% კუთხურები: 1:8 თამაშგარე: 1:0

მსაჯი: ჯიუნეთ ჩაქირი (თურქეთი)

0.15607