ფეხბურთი

22:00 | 9.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

კლოპი: "ლივერპულს" ჩემპიონთა ლიგის მოგება ორი მიზეზით შეუძლია"

ინგლისური „ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა „ლაიფციგთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. გერმანელი სპეციალისტის განცხადებით, მის გუნდს ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია.

„ხუთი ათასჯერ ვთქვი, რომ ფეხბურთი არ არ გვეყვარებოდა, თუკი სტადიონები ცარიელი იქნებოდა. ჩვენ გულშემატკივარი გვაკლია. ჩვენ ისეთი ატმოსფერო გვქონდა, რომლის მსგავსის პოვნა მსოფლიოს მასშტაბით თითქმის შეუძლებელია. ეს არ არის საბაბი, მაგრამ მას შეუძლია რთულ პერიოდებში დახმარების გაწევა. მოუთმენლად ველოდები იმ დღეს, როცა ხალხი ტრიბუნებზე ისევ იქნება.

მიმდინარე სეზონში გვქონდა კარგი მატჩები, „ტოტენჰემთან“, „ვესტ ჰემთან“, მაგრამ პრობლემა არის სტაბილურობა. ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობას ვაგრძელებ. „ლაიფციგს“ აქვს საკუთარი დინამიკა, რომელმაც ბოლო მატჩები მოიგო, მაგრამ წინა შედეგები გავლენას არ ახდენს ამ თამაშზე.

რატომ შეგვიძლია ჩემპიონთა ლიგის მოგება? ორი მიზეზია: პირველ რიგში ჩვენი დონე და მეორეც ფეხბურთში ყველაფერი შესაძლებელია. ყოველთვის არსებობს შანსი მომდევნო მატჩი მოიგო. „ლაიფციგთან“ მხოლოდ პირველი ტაიმი ვითამაშეთ და წინ მეორე ნახევარი გველოდება, ეჭვი არ მეპარება, რომ ბოლომდე ვიბრძოლებთ“, - თქვა კლოპმა.

შეგახსენებთ, რომ „ლივერპულმა“ „ლაიფციგს“ პირველი მატჩი 2:0 მოუგო და მეოთხედფინალის საგზურთან საკმაოდ ახლოსაა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126516