ყაზანის „რუბინის“ გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა განაცხადა, რომ ლეონიდ სლუცკი გუნდს მხოლოდ იმ შემთხვევაში დატოვებს, თუ მადრიდის „რეალი“ მიიწვევს. ხვიჩა კვარაცხელიას კლუბში მწვრთნელის მუშაობით ძალიან კმაყოფილნი არიან.
„რუსეთისთვის სლუცკის დაბრუნება დიდი წარმატებაა. სუპერ პროფესიონალი და გამოცდილი მწვრთნელია, რომელმაც მოიგო რუსეთის ჩემპიონატი, თასი და სუპერთასი. ის ასევე ძალიან კომუნიკაბელური, განათლებული და საკმაოდ თანამედროვე ადამიანია. ჩვენთვის, ზოგადად ღვთის საჩუქარია! ლეონიდი „რუბინში“ ისეთივე ბედნიერია, როგორც ჩვენ მისი მუშაობით. დარწმუნებული ვარ, გუნდს არ დატოვებს, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხვდება თუ, „რეალი“ მიიწვევს“, - თქვა საიმანოვმა.
შეგახსენებთ, რომ ლეონიდ სლუცკიმ „რუბინი“ 2019 წლის დეკემბერში ჩაიბარა და კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. ხვიჩა კვარაცხელიას პროგრესი სწორედ მას შემდეგ დაიწყო, რაც „რუბინის“ თავკაცად 49 წლის სპეციალისტი დაინიშნა.