საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ეხმაურება რაგბის არჩევნებთან დაკავშირებით გუშინ გაკეთებულ განცხადებებს დაყველას მოუწოდებს, საარჩევნო ყრილობახვალ მაქსიმალურად მშვიდ ვითარებაში ჩატარდეს. ასევე, თავი აარიდონ დესტრუქციულ ქმედებებს და დაიცვან რაგბის ოჯახის ღირსება.
სამინისტრო ყოველთვის ყველა სპორტულ ორგანიზაციას მოუწოდებს, რომ ნებისმიერი დაძაბულობის შემთხვევაში იმოქმედოს მხოლოდ კანონით განსაზღვრულ ჩარჩოებში.
ნებისმიერი დაპირისპირება ეწინააღმდეგება როგორც სპორტულ პრინციპებს, ისე სამართლებრივი სახელმწიფოს კანონებს.
დაუშვებელია ნებისმიერი სახის დაპირისპირება, მით უმეტეს წინასწარ გაცხადებული.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, დაიცვას კანონი და იმოქმედოს მხოლოდ კანონით დადგენილ ფარგლებში.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო