„ვილიარეალის“ ყოფილი ფეხბურთელი, ფრანკო აკოსტა, ურუგვაიში გარდაცვლილი იპოვნეს. ის გასულ შაბათს დაიკარგა, როცა მდინარის გადაცურვას ცდილობდა. პოლიციას მისმა ძმამ დაურეკა, რომელიც ფრანკოსთან ერთად იმყოფებოდა სანაპიროზე.
„ვილიარეალმა“ უკვე მიუსამძიმრა მის ოჯახს.
მაშველები აკოსტას პრეფექტურის შინაგან ჯარებთან ერთად ეძებდნენ ორი დღის განმავლობაში.
ბოლო წლებში აკოსტა ურუგვაული „ატენასის“ ღირსებას იცავდა.