თქვენ წინაშე ფოტოების სახით წარმოდგენილი მშვენიერი ტან-ფეხისა და პირი-სახის პატრონი ქალბატონი ამერიკელი მოდელი ქეითი კარნი გახლავთ, რომლის მამაც თავის დროზე ამერიკული ფეხბურთის ცნობილი მოთამაშე და შემდეგში უკვე მწვრთნელიც იყო. შესაბამისად, ეს ასული სპორტთან ყოველთვის მეგობრობდა.
ქეითის სპორტთან კავშირი მხოლოდ მამის ფეხბურთელობით არ შემოიფარგლება. ეს გოგო გოლფის მოთამაშეცაა და როგორც ამერიკის სპორტული მედია გვამცნობს, ქეითი კარნი სამოყვარულო დონეზე იმდენად კარგად თამაშობს და როდესაც დასჭირდება საგოლფე ყვანჯს იმდენად მძლავრად იქნევს, რომ ბევრ პროფესიონალს შეშურდება.
თუმცა, სპორტთან ხელშესახები კავშირის მიუხედავად, ქეითის ცხოვრებაც და მომავალიც მხოლოდ და მხოლოდ შოუბიზნესს და სამოდელო საქმეს უკავშირდება. სწორედ ესაა იმის მიზეზი, რომ ეს ასული გათხოვებას ცოცხალი თავით არ აპირებს და აქვს სურვილი, რომ ბულვარულ პრესაში კიდევ დიდი ხანი იბრჭყვიალოს.