„პარი სენ-ჟერმენის“ 22 წლის შემტევმა, კილიან მბაპემ, პარიზული კუბის ხელმძღვანელობას, ახალი კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში, საკუთარი პირობები გამოუცხადა - გვამცნობს Football Espana.
წყაროს ინფორმაციით, კილიანი წელიწადში მინიმუმ 35 მილიონევროიან ჯამაგირს ითხოვს, ანუ იმდენს, რამდენიც ამჟამად მის თანაგუნდელ ნეიმარს აქვს. სავარაუდოდ პარიზელები მბაპეს ამდენს არ გადაუხდიან და გაყიდვას მომავალ ზაფხულს ეცდებიან, ხელშეკრულების დასრულებამდე ერთი წლით ადრე. მისი სატრანსფერო ფასი სავარაუდოდ 200 მილიონი ევრო იქნება.
მბაპეს ყიდვის ძირითადი მსურველები „ბარსელონა“ და „რეალი’ არიან. თუმცა, ისინი ეცდებიან ფასი 150 მილიონამდე დაწიონ.