ფეხბურთი

10:24 | 9.03.2021 | ნანახია 1014 - ჯერ

ჩემპიონთა ლიგა ორი 1/4-ფინალისტის მოლოდინში: "სევილია" და "იუვე" რთული ამოცანის წინაშე

ორკვირიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება საპასუხო მერვედფინალური მატჩებით ბრუნდება და დღეს ორი მეოთხედფინალისტის ვინაობა ოფიციალურად გაირკვევა. ერთი ტურინში და მეორე დორტმუნდში.

„იუვენტუსი“ – „პორტუ“

უფრო დიდ ინტერესს პირველი მატჩის შედეგიდან გამომდინარე „იუვენტუსი“ – „პორტუს“ დაპირისპირება იწვევს. ეს არის ერთადერთი წყვილი მერვედფინალში, რომელიც პირველი შეხვედრა სტუმარმა გუნდმა არათუ ვერ მოიგო, არამედ დამარცხდა. შესაბამისად, „იუვე“ ერთადერთი პირველადგილოსანია ჯგუფური ეტაპიდან, რომელიც საპასუხო მერვედფინალურ თამაშს ანგარიშში ჩამორჩენილი ხვდება.

ტურინელებმა ზუსტად 20 დღის წინ „დრაგაოზე“ 1:2 წააგეს და ბუნებრივია შანსი აქვთ, მაგრამ ფავორიტად ტურინელთა აღქმა, მაინც ძნელია. ამაზე სტატისტიკაც მოწმობს: მაგალითად, „იუვემ“ ბოლოს, როდესაც ევროტურნირის პლეი-ოფში სტუმრად 1:2 წააგო, ასპარეზობას გამოეთიშა. ეს იყო 2014 წელს ევროპა ლიგის ნახევარფინალში და მაშინ მისი მეტოქე სწორედ პორტუგალიური გუნდი იყო, კერძოდ „ბენფიკა“, რომელთანაც ტურინში მხოლოდ ნულოვან ფრეს დასჯერდა და ფინალს მიღმა დარჩა. ზოგადად, ბოლო 6 შემთხვევიდან, ხუთჯერ „იუვენტუსი“ ასპარეზობას გამოეთიშა, როდესაც პირველი თამაში წააგო. ბოლოს ეს შარშან მოხდა - „ლიონთან“. ცხადია, სტატისტიკა ტურინელთა სასარგებლოდ პრაქტიკულად არაფერს ამბობს.

ანდრეა პირლოს მხოლოდ ის თუ დააიმედებს, რომ გუნდს რამდენიმე ფეხბურთელი დაუბრუნდა. ტრავმებისგან განიკურნენ ლეონარდო ბონუჩი, ჯორჯო კიელინი, არტური, ხუან კუადრადო და მატაის დე ლიხტი. სამაგიეროდ, ვერ ითამაშებს დისკვალიფიცირებული დანილო, ტრავმირებული პაულო დიბალა და როდრიგო ბენტანკური, რომელსაც კორონავირუსი აქვს. ისე, ურუგვაელის არყოფნა რამდენად არის დანაკლისი ძნელი სათქმელია - „პორტუს“ ერთი გოლი პირდაპირ მის სინდისზეა. ზოგადად, პორტუგალიაში „იუვენტუსი“ 82-ე წუთამდე უიმედოდ აგებდა (0:2) და იქ ფედერიკო კიეზამ საპასუხო თამაშისთვის შანსი გააჩინა, თორემ ახლა, ალბათ უფრო გადაწყვეტილებად დავწერდით.

„პორტუ“ ტურინში საუკეთესო შემადგენლობითაა და სერჟიო კონსეისაომაც მატჩის წინ ომახიანი განცხადებები გააკეთა. პორტუგალიელი დარწმუნებულია, რომ მის გუნდს მომდევნო ეტაპზე გასვლა შეუძლია. სხვათა შორის, ეს გუნდები ერთმანეთს 5-ჯერ შეხვედრიან და პორტუგალიელებმა ისტორიაში პირველად „იუვეს“ სამი კვირის წინ მოუგეს (1 ფრე, 3 მოგება „იუვენტუსს“).

დღევანდელ შეხვედრას ნიდერლანდელი ბიორნ კუიპერსი განსჯის - ადამიანი, რომელიც ორი წლის წინ „იუვენტუსი“ – „ატლეტიკოს“ მატჩის მსაჯი იყო. მოგეხსენებათ, ეს ის თამაშია, ტურინელებმა 3:0 რომ მოიგეს და მანამდე 0:2 წაგება აღმოფხვრეს. მთლიანობაში, ძალიან ძნელია ამ მატჩზე პროგნოზის გაკეთება - „იუვენტუსი“ ფურცელზე ალბათ, ფავორიტია, მაგრამ პრობლემებიდან და არასტაბილურობიდან გამომდინარე პორტუგალიელებს მართლაც კარგი შანსი აქვთ მეოთხედფინალის საგზური მოიპოვონ. და, თუ ასე მოხდა, არავინ იცის აპატიებენ თუ არა ანდრეა პირლოს ფიასკოს.

ანდრეა პირლო: („იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელი): „ტექნიკური თამაშის ჩატარება მოგვიწევს, რადგან ვეთამაშებით კომპაქტურ გუნდს, რომელიც ორი ვიწრო ხაზით თამაშობს, მცირე სივრცეებს და ფიქრისთვის ცოტა დროს გიტოვებს. ამას ტექნიკა და მოთმინება დასჭირდება. მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური მატჩი მომდევნო ეტაპზე გასასვლელად. ჩვენთვის ეს ფინალის მსგავსი თამაშია, მაგრამ ასევე იქნება „პორტუსთვისაც“. პირველი თამაშის შედეგის ამოქაჩვა ყველანაირად უნდა ვცადოთ. ყველაფერი ღიაა. ეს თამაში ჩემს მომავალს გადაწყვეტს? არამგონია, ყოველდღიურად ვაგრძელებ მუშაობას და ვიცი რა პროექტები გვაქვს. ეს გადამწყვეტი მატჩია ჩემპიონთა ლიგისთვის და არა პირადად ჩემი მომავლისთვის".

სერჟიო კონსეისაო („პორტუს“ მთავარი მწვრთნელი): „ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მომდევნო ეტაპზე გავიდეთ. 11 ფეხბურთელი 11-ის წინააღმდეგ ითამაშებს და პლუს გვაქვს 5 ცვლილების უფლება. ეს მოთამაშეები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ პატივი მიაგონ იმ ნიშანს, რომელსაც მკერდით ატარებენ. ჩემპიონთა ლიგაზე პორტუს ისტორია ძალიან დიდი და მდიდარია. საუკეთესოდ მოვემზადეთ პოზიტიური შედეგის მისაღებად, რომელიც ისეთი დიდი კლუბისთვის, როგორიც „პორტუა“, მხოლოდ გამარჯვება იქნება“.

სავარაუდო შემადგენლობები:

„იუვენტუსი“ (4-4-2): შჩესნი; კუადრადო, ბონუჩი, დემირალი, ალექს სანდრო; კიეზა, რაბიო, არტური, მაკკენი; მორატა, რონალდუ

„პორტუ“ (4-4-2): მარჩესინი; მანაფა, პეპე, დიოგო ლეიტე, ზაიდუ; სერჟიო ოლივეირა, ურიბე, ოტავიო, კორონა; მარეგა, ტარემი

„დორტმუნდი“ – „სევილია“

დღის მეორე შეხვედრაში „დორტმუნდი“ „სევილიას“ უმასპინძლებს. აქ უფრო გამოკვეთილია ფავორიტი და ის გერმანული კლუბია. „ყვითლები“ ბოლო დროს ფორმაში შევიდნენ, ანდალუზიელები პირიქით - დაღმავლობის გზას დაადგნენ. თანაც, „ბორუსიამ“ ესპანეთში 3 გოლი გაიტანა და ცხადია უპირატესობას ფლობს (3:2). ეს მიანიშნებს, რომ „სევილიას“ თუ ორმატჩიან რაუნდში გამარჯვება სურს, „სიგნალ იდუნა პარკზე“ ორბურთიანი სხვაობით უნდა მოიგოს და ეს მარტივი დავალება სულაც არ არის. ნუ დავივიწყებთ, რომ მოედანზე იქნება ერლინგ ჰოლანდი და მისგან გოლ(ებ)ს ალბათ, სევილიელებიც ელოდებიან. ყოველშემთხვევაში, ნორვეგიელმა ამას მოგვაჩვია.

„სევილია“ გერმანიაში საკადრო პრობლემების გარეშეა ჩასული, ხოლო „დორტმუნდს“ სერიოზული დანაკლისი აქვს: მანუელ აკანჯი, ჯეიდონ სანჩო, მარსელ შმელცერი და აქსელ ვიტსელი.

ედინ ტერზიჩი („დორტმუნდის“ მთავარი მწვრთნელი): „სევილიასგან“ ძალიან კარგ თამაშს ველოდებით, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს არც ისე კარგი შედეგები აქვს. ველოდებით, რომ ძალიან განსხვავებული ინტენსივობით ითამაშებენ. უმაყურებლობა? სამწუხაროდ უნდა მივიღოთ ეს სიტუაცია და დაველოდოთ დღეს, როდესაც ისინი დაბრუნდებიან“.

ხულენ ლოპეტეგი („სევილიას“ მთავარი მწვრთნელი): „ჩვენ აქ დიდი სურვილითა და მონდომებით ვიმყოფებით, მთელი ძალით ვეცდებით წარმატების მიღწევას. ვიცით, რომ წინ რთული თამაში გვაქვს. „დორტმუნდი“ შესანიშნავი გუნდია და ძალიან კარგი მოთამაშეები ჰყავს, ჰოლანდი კი მსოფლიო დონის ფეხბურთელია“.

სავარაუდო შემადგენლობები:

„დორტმუნდი“ (4-3-2-1): ჰიტცი; მუნიე, ემრე ჯანი, ჰუმელსი, შულცი; დელანი, ბელინგემი, დაუდი; როისი, აზარი; ჰოლანდი

„სევილია“ (4-2-3-1): ბონო; ნავასი, კუნდე, კარლოსი, აკუნია; ჯორდანი, ფერნანდო; ოკამპოსი, რაკიტიჩი, გომესი; ენ-ნესრი


კომენტარები (25)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

12:28 | 10.03.2021
mjgiri (8951)

გაყიდული იყო

12:29 | 10.03.2021
mjgiri (8951)

იქ ბართომეუ რაღაცნაირად მიწვდა თურმე ამ თამაშს და გაყიდა

12:27 | 10.03.2021
Kobe Bean (21670)

22 წლის იყო კრისტინა პირველი გოლი რომ გაიტანა ლიგაზე,ეს 20 წლისაა და 20 გოლი აქვს უკვე

12:28 | 10.03.2021
mjgiri (8951)

კრისტინა მანჩესტერში ახალგაზრდობაში 4-4-2 სქემაში მარჯვენა ნახევარმცველს თამაშობდა მაგარი შედარებები გაქვს

12:35 | 10.03.2021
Kobe Bean (21670)

მე განვიხილავ იმას რომ ჰოლანდს აქვს შანსი გაასწროს ბომბარდირთა დავაში თორემ კრისტინა ვინ იყო ვიცი კარგად.რომას გაუტანა პირველი გოლი ლიგაზე 2007-ში 7-1 მოგებულ თამაშზე

12:16 | 10.03.2021
Kobe Bean (21670)

2006-07 სეზონიდან მოყოლებული ლიგის პლეიოფში სულ გაქონდა გოლი,ამ სეზონში ვერ შეაგდო ამდენხნიანი პაუზის შემდეგ.მესი დარჩა ერთადერთი ვისაც 2007-08 სეზონიდან მოყოლებული ყველა პლეიოფში აქვს გატანილი გოლი.კაი შევეშვათ კრისტინას და ჰოლანდი რეებს აკეთებს,აი ეგაა მეგოლე თუ არის.20 წლისაა ტიპი და უკვე აქვს ლიგაზე იმაზე მეტი გოლი გატანილი ვიდრე ცალკე ფენომენს გაუჩოს ზიდანს და რამდენიმე სხვა დიდ ფეხბურთელს კიდევ

12:19 | 10.03.2021
Kobe Bean (21670)

14 თამაშში 20 გოლი აქვს ტიპს ლიგაზე.ძლიერი შემტევი გუნდი მიეცით მაგ ბიჭს და კრისტინას ბომბარდირობის ლიგის რეკორდს 5-6 სეზონში მოუღებს ბოლოს)))))

12:07 | 10.03.2021
Kobe Bean (21670)

ბოლო სამ სეზონში რაც იუვეში გადავიდა 14 გოლი გაიტანა ლიგაზე და რეალის ბოლო სეზონში 15 გოლი ქონდა გატანილი.იუვეში 3 სეზონში ვერ გაიტანა იმდენი რაც რეალის ბოლო სეზონში.რეალურად ერთი თამაში ითამაშა მაგრად იუვეში,ატლეტიკოსთან მერვედფინალის განმეორებითი შეხვედრა და მაგაში გადაიხადა ანიელიმ ამდენი ფული.საბოლოო ჯამში ასე გამოვიდა.დაიწერა რომ ახალ კონტრაქტს არ შეთავაზებს იუვე,2022-ში ეწურება მიმდინარე და ცოტა ფულის აღება თუ უნდა ანიელის წელსვე გაუშვებს

11:36 | 10.03.2021
PAULINO (2762)

მარტრო იგებს თამაშებს მარტო სად ხართ ეგ ხალხი გამოდით, რას იმალებით ) მერვედფინალს ვერ გაცდა იუვესთან ერთად მგონი რაც მანდ არის, ახლა ხომ ხედავთ თვალნათლივ რომ არა კროოსი, მოდრიჩი, კაზემირო, მარსელო და რამოსი რამდენს ნიშნავს გუნდში. მარტო იგებს თამაშებს მარტო ცირკია იმენა

12:09 | 10.03.2021
Kobe Bean (21670)

პირველ სეზონში გაცდა მერვედფინალს,ბოლო ორი სეზონია რაც მერვეფინალში რჩება და მაგაზე უარესი ისაა რა გუნდებმა გააგდეს,ლიონი და პორტუ

03:40 | 10.03.2021
Kobe Bean (21670)

თუმცა მანდ მთავარი მაინც პორტილიოს გახსნა და უბურთოდ მოძრაობა იყო))))))))))))))

03:38 | 10.03.2021
Kobe Bean (21670)

დაახლოებით თითქმის სულ ასეთი მომენტები იყო ზიდანის კარიერაში,სულ პორტილიოს გოლი იყო ეს))))
0?'>https://www.youtube.com/watch?v=_fga6usqPcU':'>https://www.youtube.com/watch?v=_fga6usqPcU'))

03:39 | 10.03.2021
Kobe Bean (21670)

და ვიღაცა ჩახედავს ციფრებს და მეტყვის ზიდანი ვინაა კრისტინასთანო

03:35 | 10.03.2021
Kobe Bean (21670)

ვინმემ რომ მკითხოს ეხლა ზიდანი თუ კრისტინაო არც დავფიქრდები ისე ვიტყვი ზიდანს და წარმოიდგინეთ ზიზუს აქვს 1 ოქროს ბურთი და ამ მზეს 5.ყველაფერი გაუფერულდა ცხოვრებაში ბოლო ათწლეულში,ციფრებმა დააბოლა მსოფლიო.იმ ციფრებს რეალურად ვინ ქმნის მაგას არ უკვირდებიან.გოლი არ გაქონდა ტიპს სეზონში მაგრამ ლამის ყველა გოლი მაგისგან გადიოდა

11:45 | 10.03.2021
PAULINO (2762)

გეთანხმები 100 %-ით გოლის გატანა არის ფეხბურთის შემადგენელი ნაწილი, ამ კუთხით ნამდვილად უძლიერესია რონალდო, მარტო მაგ კომპონენტის გამო რომ დააყენო მსოფლიოს საუკეთEსო ფეხბურთელებს შორის, საერთოდ სხვაგან ხარ. ფეხბურთის თამაში არაა მარტივი, ითამაშო მარტივი ფეხბურთი ეგაა საკმაოდ ძნელი, რასაც მესი მარტივად აკეთებს სწორედ ამაშია მისი გენიალურობა. გოლების სტატისტიკას რაც შეეხება ბენზემას ლიგაზე შევჩენკოზე, გერდ მიულერზე, დი სტეფანოზე, ანრიზე, იბრაჰიმოვიჩზე, ეუსებიოზე, პუშკაშზე მეტი აქვს გატანილი და რა მაგათზე უკეთესია? ამათი მეხუთედიც არაა

03:30 | 10.03.2021
Kobe Bean (21670)

ზიდანს უნდა ქონდეს 1 ოქროს ბურთი(ფიფა აქვს 3,ოქროს ბურთი 1 აქვს) და კრისტინას 5?მოვ..ან ეგეთი ფეხბურთი

03:28 | 10.03.2021
Kobe Bean (21670)

მოდრიჩი კროოსი მარსელო კარვახალი ბენზემა ყველა მაგის ცარიელში გაყვანაზე ჩალიჩობდა.რამოსი და კაზემირო კიდევ უკან არ ახარებდნენ არავის.კაზემიროს იმუნეტეტი ქონდა ამ დედააფეთქებულს,სულ რომ მოეკლა კაცი მოედანზე წითელს მაინც არ მიცემდნენ)))

03:25 | 10.03.2021
Kobe Bean (21670)

ტიპს რეალში 5-6 მეტრიდან(ან უფრო ახლოდან)მინიმუმ 10-ჯერ არტყმევინებდნენ კარის ჩარჩოში თითოეულ თამაშში,თან ისე რომ თვითონ იდგა საჯარიმოში და 3-4 კილომეტრს არ დარბოდა თამაშში.რა კომფორტი ქონდა რეალში ბევრი ვერ ხვდება,პლუს თუ რამე და მაინც გაუჭირდებოდა რეალს პერესი იყო თავისი მსაჯებით)))მე მოვიგებდი ლიგას იმ რეალში კრისტინას ადგილზე რომ ვყოფილიყავი)))აბა ბიჭებო დავდგები კარის ხაზზე და მომეცით პასები)))

02:55 | 10.03.2021
Kobe Bean (21670)

ზაფხულზე გაა..ევინებს ანიელი მაგას და მოუწევს ამერიკის ნახვა

03:11 | 10.03.2021
O. Mertskhali (8101)

ნარცისას ნათქვამი ექნება სადღაც, სანამ სერია ა-ს ბომბარდირს არ გავხდები, აქედან ფეხს არ მოვიცვლიო.. მოკლედ, პენალტების მონადირებაზე და ცარიელი კარის წინ პასებზე უნდა იმუშაონ იუვეში აწი.. აქამდეც კი მაგრად მუშაობდნენ, მაგრამ მეტია საჭირო DDDD

03:20 | 10.03.2021
Kobe Bean (21670)

მაგაზე რეალში მუშაობდნენ კარგად,იუვეს არ შეუძლია ეგ და კი აქვთ აგერ შედეგიც)))

02:54 | 10.03.2021
Kobe Bean (21670)

კრისტინას უნდა ქონდეს 5 ოქროს ბურთი?სასაცილოა.პერეს შენ დედას ჩავტენე კიდევერთხელ.ჩვეულებრივი ლევანდოვსკია ტიპი ბოლო 5-6 წელია.საჯარიმოს სტოლბა

02:50 | 10.03.2021
Kobe Bean (21670)

რონალდუს ტრანსფერმა იუვენტუსი სერია ბ-ში რომ გააგდეს და რომ დასუსტდა აი იქ დააბრუნა.რა გუნდი დაშალეს ამ მზეს გამო,ყოველ მეორე წელს ლიგის ფინალს თამაშობდა

02:50 | 10.03.2021
Kobe Bean (21670)

ახლა აგდებს პორტუ და ლიონი.აიაქსი კიდევ გუნდი იყო და არაფერს ვიტყვი მაგაზე

02:47 | 10.03.2021
Kobe Bean (21670)

ეს ლიგის კაცი სად დაიკარგა მას შემდეგ რაც რეალიდან წავიდა?პერეს შენ დედას ჩავტენე კიდევერთხელ ეგ მზე რომ მაგარი გამოაჩინე ზოგიერთების თვალში

02:44 | 10.03.2021
Kobe Bean (21670)

10 კაციანი პორტუ რომ გაგაგდებს წადით სახლში

02:41 | 10.03.2021
Kobe Bean (21670)

ახლა ნაღდად ამოარტყამს ამათ პანღურს ყველას კიეზას გარდა)))პორტუ რომ გაგაგდებს გასაგდებია ყველა კიეზას გარდა

02:41 | 10.03.2021
Kobe Bean (21670)

*ანიელი

01:38 | 10.03.2021
Kobe Bean (21670)

აჰა ეტყობა ამოარტყაყენ ანიელიმ პანღური შესვენებაზე)))

00:55 | 10.03.2021
Kobe Bean (21670)

პერეს შე ბებერო ჩა..ახო შენ რა გითხარი თორემ კრისტინა ახლა იქნებოდა მანჩესტერში მოგებული ერთი ლიგით და ტერის სურათზე ილოცებდა ყოველდღე)))ტერის რომ ფეხი არ დაცდენოდა კრისტინას გაფუჭებული პენალტის გამო აგებდა მანჩესტერი იმ ფინალს

00:51 | 10.03.2021
Kobe Bean (21670)

პირველი ტაიმის შემყურე მართლა დასაშლელია იუვენტუსი.ანიელის ადგილზე რომ ვიყო თავის კრისტინიანა პანღურისკვრით გავაგდებდი ყველას

19:18 | 09.03.2021
mjgiri (8951)

ჩააპრესინგებს ისევ პორტუ

19:18 | 09.03.2021
mjgiri (8951)

რონალდუ არ უნდა ითამაშონ

19:15 | 09.03.2021
KoRBeN DaLLaS (24838)

ჩემი აზრით იუვე მაინც გავა, მაგრამ... კიეზა, რაბიო, არტური, მაკკენი - ეს არაა ის ნახევარდაცვა, რაც დიდ გუნდებს უნდა ჰყავდეთ.

16:02 | 09.03.2021
Kobe Bean (21670)

რა რთული ამოცანაა იუვესთვის პორტუსთან 1-2-ის ამოქაჩვა?პორტუმ რომ იუვენტუსი გააგდოს გააუქმონ ტურინული კლუბი აჯობებს,ტყუილად ხარჯავენ ფულს მაშინ

18:34 | 09.03.2021
maradona73@bianko-nero (645)

+1 )

10:58 | 09.03.2021
კრიშტიანო მესი (42)

იუვე : პორტო 3:0

0.140311