ფეხბურთი

23:30 | 8.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: მარეკ ჰამშიკი ხარაიშვილის ყოფილ გუნდში გადავიდა

სლოვაკეთის ნაკრების კაპიტანი მარეკ ჰამშიკი ორწლიანი პაუზის შემდეგ ევროპაში დაბრუნდა და კარიერას შვედურ „გიოტებორგში“ გააგრძელებს. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

სლოვაკმა ნახევარმცველმა სკანდინავიურ გუნდთან კონტრაქტი მიმდინარე წლის 30 აგვისტომდე გააფორმა. ჰამშიკი 2019 წლის იანვრიდან ჩინურ „დალიანში“ თამაშობდა.

მანამდე მან სახელი იტალიურ „ნაპოლიში“ გაითქვა, სადაც 12 წელი გაატარა და კლუბის ლეგენდად იქცა. ევროპაში მისი პირველი გუნდი იტალიური „ბრეშა“ იყო. შეგახსენებთ, "გიოტებორგის" ღირსებას ორი სეზონი გიორგი ხარაიშვილი იცავდა, რომელიც ცოტა ხნის წინ უნგრულ "ფერენცვაროშში" გადაბარგდა.

0.131898