ფეხბურთი

19:49 | 8.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ანდრეა პირლო: "პორტუსთან" მატჩი ფინალის მსგავსია"

ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ "პორტუსთან" მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. 41 წლის სპეციალისტის თქმით, მისი გუნდისთვის ეს ფინალის მსგავსი თამაშია და მომდევნო ეტაპზე გასვლა ფუნდამენტური იქნება.

"ტექნიკური თამაშის ჩატარება მოგვიწევს, რადგან ვეთამაშებით კომპაქტურ გუნდს, რომელიც ორი ვიწრო ხაზით თამაშობს, მცირე სივრცეებს და ფიქრისთვის ცოტა დროს გიტოვებს. ამას ტექნიკა და მოთმინება დასჭირდება. ტრავმირებულები კარგად არიან, დღეს ყველამ ივარჯიშა და ეს პირველი დღე იყო. დე ლიხტი გუნდთან ერთად გახურდა და შემდეგ ცალკე ივარჯიშა, დანარჩენები ხელმისაწვდომნი არიან, მიუხედავად იმისა, საუკეთესო ფორმაში არ არიან, მაგრამ არჩევანი უკვე კარგია და დიდ ძალას გვაძლევს.

ხვალ მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური მატჩი მომდევნო ეტაპზე გასასვლელად. ჩვენთვის ეს ფინალის მსგავსი თამაშია, მაგრამ ასევე იქნება „პორტუსთვისაც“. პირველი თამაშის შედეგის ამოქაჩვა ყველანაირად უნდა ვცადოთ. ყველაფერი ღიაა. ეს თამაში ჩემს მომავალს გადაწყვეტს? არამგონია, ყოველდღიურად ვაგრძელებ მუშაობას და ვიცი რა პროექტები გვაქვს. ეს გადამწყვეტი მატჩია ჩემპიონთა ლიგისთვის და არა პირადად ჩემი მომავლისთვის", - თქვა პირლომ.

შეგახსენებთ, რომ "იუვენტუსს" პირველი მატჩი 1:2 აქვს წაგებული, საპასუხო თამაში კი 9 მარტს, თბილისის დროით 23:55 საათზე გაიმართება.

0.117599