„მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლამ „ბარსელონას“ საპრეზიდენტო არჩევნებს გამოეხმაურა და ჟოან ლაპორტას გამარჯვება მიულოცა.
„გილოცავ ჟოან, გილოცავ პრეზიდენტო! Visca Barca!“, - დაწერა გვარდიოლამ ტვიტერში.
შეგახსენებთ, რომ ჟოან ლაპორტა „ბარსელონას“ პრეზიდენტის პოსტს 2010 წლის შემდეგ ისევ დაუბრუნდა. გვარდიოლა 2008 წელს მთავარ მწვრთნელად სწორედ ლაპორტას მმართველობის პერიოდში დაინიშნა და ისინი ერთმანეთს კარგად იცნობენ.