სხვა

10:26 | 8.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

მერაბ დვალიშვილმა იანს უპასუხა: "უღირსი სპორტსმენი და მომავალი თაობისთვის ცუდი მაგალითია"

ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა პიტერ იანი გააკრიტიკა. საქმე ისაა, რომ მერაბმა სოციალურ ქსელში ალიამან სტერლინგთან ერთად ფოტო გამოაქვეყნა, რაზეც იანმა კომენტარი დაწერა და მათ ჯამბაზები უწოდა.

„ჯამბაზები“, - დაწერა კომენტარში რუსმა მებრძოლმა. დვალიშვილმა ამ კომენტარს ცალკე პოსტით უპასუხა და სოციალურ ქსელში დაწერა: „პიტერ იანის კიდევ უღირსი საქციელი, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ უღირსი სპორტსმენია და ცუდი მაგალითი მომავალი თაობისთვის“.

იანის კომენტარი გამოწვეული იყო იმით, რომ ალიამანს დვალიშვილთან ერთად ფოტოში ჩემპიონის ქამარი უჭირს ხელში, რომელიც სწორედ იანთან ბრძოლის მოგების შედეგად მოიპოვა. თუმცა, მას ჯილდო არა სპორტული გამარჯვებით მიიღო, არამედ მას შემდეგ, რაც პიტერმა დაარღვია წესები და არასპორტული ილეთით ჩხუბობდა. იანმა დისკვალიფიკაცია მიიღო და ალიამან სტერლინგი ჩემპიონი გახდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112056