ფეხბურთი

11:38 | 8.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

იბრაჰიმოვიჩი ახალ კონტრაქტზე: "თუ მალდინის სურვილი აქვს, მე მზად ვარ"

ზლატან იბრაჰიმოვიჩს „მილანში“ დარჩენა სურს, მაგრამ როგორც თავად განაცხადა, ეს პაოლო მალდინიზეა დამოკიდებული. შვედ ფორვარდს იტალიურ გრანდთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და თუ კლუბი თანამშრომლობას შესთავაზებს, მზადაა „სან სიროზე“ დარჩეს.

„მილანში“ თუ დავრჩები? ვნახოთ, ეს მალდინიზეა დამოკიდებული, თუ მას სურს, მე მზად ვარ. „მილანში“ ბევრი პასუხისმგებლობა მაქვს და თავს ლიდერად ვგრძნობ. ეს გუნდი ერთადერთი გუნდია, სადაც აღფრთოვანებული ვიყავი, ბევრი რამის გაცემა მსურს, ბევრს ვასწავლი, რადგან როდესაც მიყურებენ, ჩემგან რაღაც ელიან.

სკუდეტო? ჯერ კიდევ ბევრი თამაშია დარჩენილი და ყველაფერი შესაძლებელია. მათ კვირაში მხოლოდ ერთი მატჩის ჩატარება უწევთ და ბევრი დრო აქვთ ენერგიის აღსადგენად. ჩემი საქმეა ტიტულების მოგება და „მილანში“ გამარჯვებისთვის მოვედი“, - თქვა ზლატანმა.

შეგახსენებთ, სერია A-ს მიმდინარე სეზონში იბრაჰიმოვიჩს 14 მატჩში 14 გოლი აქვს გატანილი, „მილანი“ კი 56 ქულით მეორე ადგილზეა და „ინტერს“ 3 ქულით ჩამორჩება, მაგრამ თამაშით მეტი აქვს ჩატარებული.

0.113709