ფეხბურთი

0:18 | 8.03.2021 | ნანახია 0 - ჯერ

ბუდუ ზივზივაძემ უნგრეთში ულამაზესი გოლი გაიტანა (+VIDEO)

უნგრეთის ჩემპიონატში ბუდუ ზივზივაძე შედეგიან თამაშს აგრძელებს. „ფეჰერვარის“ ქართველმა ფორვარდმა 25-ე ტურში „ბუდაფოკის“ წინააღმდეგ გაიტანა.

ზივზივაძე 90-ე წუთზე შეცვალეს, მაგრამ მე-17 წუთზე ანგარიში გახსნა. 26 წლის შემტევმა საჯარიმოს მისადგომებიდან უძლიერესად დაარტყა და ულამაზესი გოლი მიითვალა. ბუდუს მიმდინარე სეზონში კონკრეტულად უნგრეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 22 შეხვედრაში 7 გოლი და 6 საგოლე პასი აქვს, რაც საკმაოდ კარგი შედეგია. ამასთან, სამჯერ თავი უნგრეთის თასზეც გამოიჩინა.

„ფეჰერვარმა“ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა და სატურნირო ცხრილში 40 ქულით მესამე ადგილზე იმყოფება.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.068095