„ლივერპული“ შესაძლოა, მოჰამედ სალაჰმა დამდეგ ზაფხულს დატოვოს. ამის შესახებ As-ი იტყობინება. როგორც ესპანური გამოცემა წერს, ეგვიპტელის შესაძლო წასვლის მიზეზი იურგენ კლოპთან გაფუჭებული ურთიერთობაა.
კონფლიქტი კიდევ უფრო გამწვავდა ლონდონის „ჩელსისთან“ მატჩში, როდესაც გერმანელმა სალაჰი 61-ე წუთზე შეცვალა, რაც ფეხბურთელსა და მის აგენტს არ მოეწონათ.
აფრიკელ შემტევს „ლივერპულთან“ კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს. მიმდინარე სეზონში მან ყველა ტურნირზე 37 მატჩში 24 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი მიითვალა.