შოტლანდიაში „სელტიკის“ 9-წლიანი ჰეგემონია დასრულებულია. 32-ე ტურში „რეინჯერსმა“ „სენტ მირენი“ გუშინ 3:0 დაამარცხა და ჩემპიონობამდე 1 ქულა აშორებდა, თუმცა, უკვე არც ეს აშორებს, რადგან დღეს „სელტიკმა“ „დანდი იუნაიტედის“ დამარცხება ვერ შეძლო და ნულოვან ფრეს დასჯერდა.
შედეგად, „რეინჯერსმა“ მტერს უკვე 20 ქულით გაასწრო და სეზონის ბოლომდე მის დაწევას ვერავინ მოახერხებს. სტივენ ჯერარდის გუნდი ამ დრომდე დაუმარცხებელია, 32 მატჩიდან 28 მოიგო და 4-ჯერ ფრეს დასჯერდა (88 ქულა).
„რეინჯერსი“ შოტლანდიის ჩემპიონი 2011 წლის შემდეგ პირველად გახდა, ისტორიაში კი ეს 55-ე ჩემპიონობაა. შოტლანდიური გრანდი 10 წლის წინ მეოთხე დივიზიონში დააქვეითეს, საიდანაც ელიტაში 4 წელიწადში დაბრუნდა, თუმცა „სელტიკთან“ კონკურენცია ამ სეზონამდე მაინც უჭირდა.
რაც შეეხება ლეგენდარულ სტივენ ჯერარდს, ინგლისელმა სამწვრთნელო კარიერაში პირველი ტიტული მოიგო. „სტივი ჯი“ „რეინჯერსს“ 2018 წლიდან ავარჯიშებს და სხვა გუნდში ჯერჯერობით არ უმუშავია.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ისედაც ცოტას ეპარებოდა ეჭვი ამაში, მაგრამ რეინჯერსის გაჩემპიონების შემდეგ ჯერარდის ლივერპულში დაბრუნება (მთ.მწვრთნელის რანგში) კიდევ უფრო ლეგიტიმური თემა გახდა.
ივარგა სტივენამ ამ საქმეშიც.
დიდი პატივისცემის მიუხედავად, კლოპის დრო ენფილდზე ამოიწურა. არა მგონია ეხლა ჩ/ლიგა მოიგოს წელს და ეს სკეპტიციზმი გააქარწყლოს )))