ძიუდო

16:11 | 7.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ტაშკენტის გრან სლემი საქართველოსთვის უმედლოდ დასრულდა

უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში გამართული გრან სლემი საქართველოსთის წარუმატებელი გამოდგა და ქართველმა ძიუდოისტებმა ასპარეზობა მედლის გარეშე დაასრულეს.

ბოლო საშეჯიბრო დღეს ტატამტზე ხუთი ქართველი გავიდა. 90 კგ წონით კატეგორიაში უშანგი მარგიანმა ავღანელი მოდ ისლამ კაკარი და ბერძენი თეოდოროს ცელიდისი დაამარცხა, თუმცა უნგრელ კრისტიან ტოტისთან წააგო. დამამშვიდებელ წრეში მარგიანი უზბენ შერმუხდან იანდრეევთანაც დამარცხდა და უმედლოდ დარჩა. ამავე წონით კატეგორიაში ავთანდილ ჭრიკიშვილმა რუსი ეკუბზონ ნაზიროვის დამარცხება შეძლო, მაგრამ შემდეგ ზბეკ დავლატ ბობონოვთან მარცხი განიცადა.

100 კგ წონით კატეგორიაში გიორგი ჩიქოვანმა ყაზახი არმან კალიევი და ხორვატი ზლატკო კუმრიჩი დაამარცხა, ხოლო თავად მონღოლ ოტგობაატარ კხაგვასურენთან ვერაფერს გახდა და ასპარეზობა დაასრულა.

+100 კგ წონით კატეგორიაში ადამ ოქრუაშვილმა ყირგიზ ბეკბოლოტ ტოკტოგონოვს აჯობა, თუმცა შემდეგ ტაჯიკ ტემურ რახიმოვთან წააგო. ქალთა შორის, +78 კგ წონიაში სოფიო სომხიშვილმა პირველივე შეხვედრაში ებრაელ რაზ ჰერკოსთან განიცადა მარცხი.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ტაშკენტში გადახალისებული შემადგენლობით ასპარეზობდა და გუნდის ლიდერებს გრან სლემში მონაწილეობა არ მიუღიათ.

0.111116