ამერიკის სტუდენტური ლიგის (NCAA) რეგულარული სეზონის ბოლო ტურში სანდრო მამუკელაშვილის „სეტონ ჰოლი“ სტუმრად „სენტ ჯონსს“ დაუპირისპირდა და 71:81 დამარცხდა. „პირატებმა“ პირველი ტაიმი 10-ქულიანი უპირატესობით მოიგეს, მაგრამ მეორე ნახევარი ცუდად ჩაატარეს და საბოლოოდ მარცხი განიცადეს.
ქართველი კალათბურთელი „სეტონ ჰოლის“ რიგებში საუკეთესო იყო. სანდრომ 38 წუთში 15 ქულით, 10 მოხსნით და 4 პასით ორმაგი მიითვალა. მამუკელაშვილმა 9-დან 5 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. აღსანიშნავია, რომ ქართველი მოთამაშე საკუთარი გუნდის რიგებში, როგორც ქულების, ისე მოხსნებისა და პასების რაოდენობით საუკეთესო იყო.
„სეტონ ჰოლმა“ სტუდენტური ლიგის რეგულარული სეზონი 13 გამარჯვებით და 12 მარცხით დაასრულა, ხოლო Big East-ის კონფერენციაში 10 მოგებით და 9 წაგებით მეხუთე ადგილზე გავიდა.
აქვე შეგახსენებთ, რომ სანდრო მამუკელაშვილი „სეტონ ჰოლს“ ტოვებს და ზაფხულში NBA-ს დრაფტზე გასვლას გეგმავს.